Dec 12, 2010

შეგრძნებები

შეგრძნებები ისეთი თემაა პროფესიონალი ფსიქოლოგის დონეზე უნდა  ჩაუღრმავდე და ისე წერო. შეგრძნებების გაღვიძება რეალიზების გარეშე დამღუპველი თუ არა, სულ ცოტა უსიამოვნო მაინცაა. თუმცა შეგრძნებების ტრანსფორმაციაც შესაძლებელია, რასაც მე არ მივიჩნევ სწორად. ყველა შეგრძნებამ თავისი გზა უნდა ნახოს გამოსაღწევად. შეგრძნებების გამოუხატველობა ანომალიების საწინდარი ხშირად გამხდარა.
ზოგს კი შეგრძნებები საერთოდ არ გააჩნია

Nov 3, 2010

ironic? ყველაფერი კარგადაა

მოვიდა
როგორც იქნა მოვიდა, დამიბრუნდა
არადა ერთი წელია გელი, მეგონა უფრო მალე მოხვიდოდი, 21 ნოემბრიდან ყოველ დღე გელი მაგრამ შენ ერთი წელი არ მალოდინე, მაინც არაუშავს
არადა ერთად არ დავიბადეთ? :)) სად მიდიხარ ხოლმე :) გამიძვრები თვალსა და ხელს შუა, ხომ იცი მაინც ჩემთან მოხვალ ბოლო-ბოლო...
მე და შენ ერთარსი ვართ,მე ვიცი, ერთად დავამთავრებთ არსებობას
თუ ცხოვრების შანსი მოგვეცა, მაშინ ერთად დავასრულებთ ცხოვრებას :)
მიყვარხარ მე შენ
ხანდახან ისე მარტო ვგრძნობ ხოლმე თავს შენს გარეშე :)
აი, ამ წამს მივხვდი რომ მართლა მოსულხარ  და იცი როგორ ვარ?
isn' it ironic..
don't you think?
it's like raaaaaaaaaaaaaaaaaaaain................

ახლა არ მითხრა ბანალური ხარო :)
ბოდიში ბატონო, უფრო  ორიგინალურად ვერ დაგიხვდი :)

მოდი და მშთანთქე, თუ შთანმთქე... როგორცაა

რაც მთავარია უკვე ორნი ვართ, მე და ჩემი მშობლიური  დეპრესია :)

Oct 20, 2010

ნელთბილი

მგონი ჩვენ არ ვართ ერთმანეთისთვის გაჩენილები, იცი?
თითქოს ერთ პლანეტაზე ვართ, ოღონდ სხვა პლანეტაზე, არა აქ და ერთად, მაგრამ თან სხვადასხვა ორბიტაზე ვტრიალებთ თითქოს.სიჩქარეებიც კი სხვადასხვა გვაქვს
რა მიკვირს იცი? ასე როგორ ვგავართ და ასე როგორ განვსხვავდებით? იქნებ შენ იცი ამაზე პასუხი?
შენ ხომ არ გიყვარს სიმარტივეები? უფრო სწორად მარტივი ადამიანები... ხომ უფრო ღრმას ეძებ ადამიანში... ვიცი, ამას თვითონ ამბობ, მაგრამ რად გინდა ეგ იდუმალების ნიღაბი?
გამაგებინე რატომ არ თუ ვერ ვლაპარაკობთ ჩვენს ურთიერთობაზე? რად უნდა ამდენი ბურუსი? ვერ გავიგე... იცი როგორი დაბნეული ვარ?
ხან მგონია რომ უბრალოდ არაფერს გრძნობ
არადა ხომ ვფიქრობდი ასე და გადავწყვიტე საერთოდ არ გვქონოდა ურთიერთობა... ხო, ზუსტად... გადაწყვეტილებებს ვიღებ მარტო... შენთან ერთად არა
მე დავიღალე ერთხელ უკვე
და უკვე ვხვდები მეორედაც ვიღლები
"ნელთბილობები" - გეცნობა ეს სიტყვა? ალბათ არა. ამ სიტყვის ავტორს იცნობ სამაგიეროდ
აი ეგაა ჩვენი "ურთიერთობა"
ალბათ შენ თვითონაც არ იცი... ალბათ დაკავებული ხარ... ალბათ... ალბათ...
არ მინდა რა, წელიწადში ერთხელ გადმოფრქვევა არ მყოფნის რა
საზიზღრად ვარ უკვე, ვხვდები
გითხარი კიდეც, იმის მაგივრად რომ შენთან ერთად სიცოცხლე მინდოდეს ყველაფერს აკეთებ რომ აღარაფერი მინდოდეს-თქო... სიცილით გითხარი, მაგრამ მართალია და იცი შენ ეს
ვერაფერს გეუბნები... შენ გთხოვ, მაგრამ ვერც მე გელაპარაკები. რა  გავაკეთო მითხარი... როგორ დაგელაპარაკო, რა მოვიმოქმედო? ან საერთოდ რამე მოვიმოქმედო?
რად გინდა ეს ყალბი და მოჩვენებითი იდუმალება, გამაგებინე
მე შენში ზუსტად ის მომწონს, სხვებს რომ არ გავხარ... ის მომწონს რომ მე როგორსაც გიცნობ ისეთს არ გიცნობს სხვა...
ექვსი თვე არ გნახე და იმასაც ვერ მიხვდი რომ განა არ მეცალა, უბრალოდ არ მინდოდა შენთან შეხვედრა... მაინდამაინც უნდა მეთქვა კონკრეტულად? მაინდამაინც უნდა მეყვირა გშორდებითქო? დაშორება როგორ გამოვიდოდა, ერთად არც ვყოფილვართ...
ექვსი თვე არ მინახიხარ და არც მომნატრებიხარ, პირიქით - მსუბუქად ვიყავი... მერე, ნელნელა მივხვდი რომ შენი სიდებილეები მომენატრა, აი - სიდებილეები...
ღმერთო ჩემო, მითხარი რომ მეგობარი ვარ მხოლოდ, ეს თუ არ მერჩიოს რა...
რა გავაკეთო მითხარი, რა ვქნა?
მითხარი ვინ ვარ შენთვის, უბრალოდ მითხარი... რომ ეს დასკვნაც მე არ გამოვიტანო
... ასე აღარ მინდა
მერე ალბათ გაიმეორებ - რატომ ართულებ, ასე ხომ კარგად ვართ? :) ალბათ შენ კარგად ხარ ... იმიტომ ვამბობ, სხვადასხვა სიჩქარით ვმოძრაობთ სხვადასხვა სიბრტყეში, თუმცა კი ერთ პლანეტაზე
არადა რაღაცნაირი ხარ - მშობლიური, თითქოს ყოველთვის იყავი, თითქოს სულ მახსოვხარ... შენ ჩემთვის ვნებების ქარცეცხლი არ მოგიტანია, არც გრძნობების ზღვა... პირიქით, ძირითადად ნერვებს მიშლი და ხანდახან, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს შენთან... შენ ხომ იცი რომ მარტივი არ ვარ... და შენ ხომ მოგწონს ეს?
გამანთავისუფლე ამ გაურკეველობისგან... გამანთავისუფლე რომ მე გავხდე მე. ვერ ხვდები რომ ეს მე არ ვარ? ვერ ხვდები რომ მთელი არსებით შებოჭილი ვარ? ვერ ხვდები???
ვერ ხვდები!
მე არ დაგიღეჭავ... მე არ მჭირდება ადამიანი რომელსაც დავუღეჭავ... მე არ მჭირდება ადამიანი ვისთანაც მე  არ ვიქნები მე.... როგორ მინდა თავისუფალი ვიყო, შენ კი რატომღაც ბურუსი მოგწონს... მე ვერ ვხვდები როდის მიდი-მოდიხარ... ხოდა წადი, ბატონო, ოღონდ მითხარი რომ  წახვალ
და როცა მოხვალ, მაშინაც მითხარი - მე მოვედი

Jul 4, 2010

ერთი ტანკა

პოსტი შთამაგონა ბლოგმა "ხელოვნების მახე" , სადაც წავიკითხე, რომ ისიკავა ტაკუბოკუ ჭლექით გარდაცვლილა 26 წლის ასაკში... 

ეძღვნება თეას

სულ პატარა ვიყავი როცა ისიკავა ტაკუბოკუს მინიატურული წიგნი "ასი ტანკა" მაჩუქეს. მაშინ გავეცანი და შემიყვარდა ტანკა. ახლა კი მინდა ამ წიგნის წინასიტყვაობა ჩემს ბლოგზე გადმოვიტანო

ხუთსტრიქონიანი ლექსი - ტანკა - იაპონური პოეზიის კლასიკური ჟანრია. ტანკა ურითმოა, იაპონურად მოკლე სიმღერას ნიშნავს.
პოეზიის ეს ჟანრი იაპონიაში ჩაისახა - V-VI საუკუნეში. მაშინდელ პოეტურ შემოქმედებას უმთავრესად ექსპრომტის ხასიათი ქონდა. ლექსები ითხზვებოდა ცხოვრების ყოველგვარ მოვლენებზე, ამიტომ ლექსის სრული გაგებისათვის ხშირად აუცილებელი იყო იმ ყოფითი სიტუაციის ცოდნა, რაც პოეტის შთაგონებას ასაზრდოებდა.
კლასიკურ ტანკაში განსაზღვრული იყო არა მარტო ფორმა, არამედ თემაც. უმთავრესად ეს თემები იყო წლის ოთხი დრო, სიყვარული, განშორება, მოგზაურობა.
ტანკა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა  და ისევე, როგორც პოეზიის მეორე ტრადიციული ჟანრი - სამსტრიქონიანი ჰაიკუ (ჰოკკუ), იაპონელების საყვარელ ჟანრად ითვლებოდა. მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებში, ე.წ. მეიჯის რევოლუციის შემდეგ, ევროპული კულტურის გავლენით, ახალი შინაარსისთვის შესაფერი ფორმის ძებნა დაიწყო. დაიბადა ახალი ფორმის ლექსი - სი. ტანკა და ჰაიკუ მაინც შემორჩა იაპონურ პოეზიას, თუმცა არსებობდა მოსაზრება, რომ ტრადიციული იაპონური ტანკა და ჰაიკუ მხოლოდ წარსულს ეკუთვნის, რომ ისინი ვერ ასახავენ იმას, რაც თანამედროვე ხალხს აღელვებსო, თუმცა ლიტერატურა ისწრაფვოდა გამოეხატა თავისი დროის სინამდვილე და პოეტები იბრძოდნენ ამ ტრადიციული ჟანრების განახლებისათვის.
განახლებული ტანკას ერთერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო. მან თავისი გაბედული რეფორმით დაარღვია  ტანკას პოეტური პირობითობა და შეზღუდულობა.
ისიკავა ტაკუბოკუ (ნამდვილი სხელი - ისიკავა ჰაჯიმე) დაიბადა 1885 წელს სოფელ სიბუტამიში, ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთში. აქვე გაატარა ბავშვობის წლები.
ისიკავა ბუდის მღვდლის შვილი იყო და სოფლის ტაძარში გაიზარდა. ბავშვობის ხანა ყველაზე სასიხარულო წლები იყო პოეტისათვის. მის ტანკებში იგი სევდითა და სათუთი გრძნობით იხსენებს ბავშვობასა და მშობლებს.
პირველი ხუთსტრიქონიანი ლექსები დაწერა თხუთმეტი წლის ასაკში ჟურნალ "დილის ვარსკვლავის" ზეგავლენით. ეს ჟურნალი  გამოდიოდა 1900 წლიდან ცნობილი იაპონელი პოეტის იოსანო ტეკანის ხელმძღვანელობით.
პოეტებს, რომლებიც ამ ჟურნალში ბეჭდავდნენ ლექსებს შეიძლება ვუწოდოთ ნაგვიანევი რომანტიკოსები.
ამ პოეტური მიმართულების ზეგავლენით დაწერილი ისიკავა ტაკუბოკუს ლექსები 1902 წელს დაიბეჭდა ამავე ჟურნალში.
იოსანო ტეკანმა ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა პოეტს, მაგრამ ურჩია ხუთსტრიქონიანი ტანკას ნაცვლად ახალი ფორმის ლექსები დაეწერა.
ტაკუბოკუმ დაუჯერა ამ რჩევას და 1905 წელს შესძლო გამოეცა ტოკიოში ლექსთა კრებული "სწრაფვა", რომელიც დაწერილი იყო საოცნებო რომანტიული პოეზიის ყაიდაზე.
კრებულმა პოეზიის მოყვარულთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. პოეტმა ორწმუნა თავისი ნიჭი, მიატოვა საშუალო სკოლა და ტოკიოში გაემგზავრა. იქ მან შეიტყო, რომ მისი მამა სამსახურიდან დაუთხოვიათ და ოჯახმა დაკარგა არსებობის წყარო. პოეტი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სოფელში და მასწავლებლობა დაეწყო. ის მთელი გულით მოეკიდა აღზრდის საქმეს, მაგრამ მალე  უსულგულო აღმზრდელებთან კონფლიქტის გამო სამუდამოდ მიატოვა მშობლიური სოფელი.
1906 წლის მაისში ისიკავა გაემგზავრა კუნძულ ჰოკაიდოზე. აქ მთელი წელი იმოგზაურა და შემდეგ ამ მოგზაურობას უძღვნა ლექსების ციკლი "ისინი, ვისაც ვერ დავივიწყებ".
იგი ამ კუნძულზე ჟურნალისტად მუშაობდა  ადგილობრივ გაზეთებსა და ჟურნალებში; აქ გაეცნო თანამედროვე იაპონიის ცხოვრებას და აქვე ჩამოყალიბდა მისი რევოლუციური მსოფლმხედველობა.
ტაკუბოკუს ხუთსტრიქონიაი ლექსების პირველი წიგნი გამოვიდა 1910 წლის ბოლოს, მეორე წიგნი,  "სევდიანი სათამაშო" - 1912 წელს, სულ მალე მისი სიკვდილის შემდეგ.
"არსებობენ განსაკუთრებული წუთები, ისინი არ განმეორდებიან. მე არ მინდა მათ უქმად ჩაიარონ. ყველაზე კარგად მათი გამოსახვა შეიძლება ისეთ მოკლე ლექსში, როგორიც არის ტანკა. მე ვწერ ტანკას იმიტომ, რომ რომ მიყვარს სიცოცხლე"
კლასიკურ იაპონურ პოეზიას არ ახასიათებს მაღალფარდოვანობა, გადაჭარბებული ემოციურობა. როგორც წესი პოეტი პირდაპირ არ გამოთქვამს თავის გრძნობებს. ერთი პატარა დეტალით იგი ცდილობს შექმნას წარმოდგენა მთელ სურათზე. სულიერი განწყობის შეცნობა ხშირად ძნელი ხდება ძალიან რთული და თავისებური ქვეტექსტების გამო. ისიკავას ტანკა კი განსხვავდება იმით, რომ პოეტმა შემოიტანა ახალი სახეები და დააღრვია კლასიკური ტანკასთვის დამახასიათებელი პირობითობა.

ზუსტად გადმოვიტანე წინასიტყვაობა. რატომღაც არ ჩავერიე იმ ადამიანის გრძნობებში ვინც ეს დაწერა. ბოლოს კი ჩემი საყვარელი ტანკა:

ერთხელ ხუმრობით დედაჩემი
მხარზე შევისვი, 
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

Jun 24, 2010

სირაქლემა

თარო ჩამოტყდა და შენ ჩამოვარდი.
თარო ჩატყდა და შენ ჩავარდი, რამაც პირში ლაყე კვერცხის გემო დამიტოვა.
სირაქლემა.
მიყვარს როცა დასკვნამდე ჩემით მივდივარ და ვიღაც არ შემომათხლიშავს ცხვირ-პირში.
არაფერი მინდა.
სრული არაფერი ვაკუუმის მსგავსი.
გულს ვეღარ ვგრძნობ

May 22, 2010

უსულო საგანი

რაღაცეები მეყალბება ამ ბოლოს... ვერ გავერკვიე საკუთარ დამოკიდებულებაში ადამიანებთან...
ბოლო ხანებში ვფიქრობ რომ არასწორად ვიქცევი მათთან დამოკიდებულებაში... ყოველი ადამიანი გარკვეულ ინდივიდს წარმოადგენს და ხშირად არ მალავს თავის ნამდვილ სახეს, მაგრამ როგორ ვიქცევი მე? მგონი არაადეკვატურად: ჯერ აჟიტირებული ვარ, ასე გადის რაღაც პერიოდი და უცებ აღმოაჩენ სიყალბეებს...ეიფორიის გასვლისას ყოველთვის აღმოჩნდება, რომ თვისება, რომელსაც თვლიდი მოჭარბებულად ქონდა კონკრეტულ ადამიანს, აღმოაჩენ რომ არც ისე მკვეთრადაა წარმოდგენილი...
ეს არის ჩემი ბრალი. ვიცი. ბვშვობიდან ასე ვიყავი. მერე ხან ვენარცხებოდი წინ აღმართულ კედელს, ხან უბრალოს სულერთი იყო ჩემთვის... არ მაღელვებდა...
სადღაც თავში მეშლება... თუ იღებ ადამიანს მერე მასში პატარ-პატარა ნაკლები აღარ უნდა გაღიზიანებდეს, მაგრამ მე თვითონ რთული ხასიათის მატარებელს მიჭირს ავიტანო სხვისიც... რაღაც ლაფსუსები...ერთი... ორი... სამი... ისე აცლიან ლაზათს... მერე უკვე სულ ერთი ხდება... როცა გეგონა შენზე ბევრად აღმატებული ყველაფრით, შენზე რთული პიროვნება, შენზე ღირსეული, უცებ ხვდები რომ ჩვეულებრივია.
მერე  უკვე ყალბია ყველაფერი...
მე შემიძლია გავუგო ადამიანებს. მე მიყვარს ეს ჩემში, რაც უფრო ვხედავ სირთულეს, მით უფრო მიმზიდველია, მთავარია მერე არ აღმოჩნდეს რომ ეს ყველაფერი პოზაა...
ადამიანებო, ფიქრობთ რომ ეს პოსტი თქვენ გეხებათ?
არა! ის მხოლოდ ჩემია
მაპატიეთ ასეთი ეგოიზმი და დაუნდობლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვარ მთავარ როლში. ეს უძრავი თეატრია, სადაც მთავარი მოქმედი გმირი უძრავად დგას სცენაზე და მხოლოდ დეკორაციები იცვლება... ემატება... ემატება... ემატება... ჩრდილები... სინათლე...კაშკაშა ფერები... არა, სიკაშკაშე არაა აქ, არაა სიკაშკაშის ადგილი...
ეს უძრავი თეატრია... აქ მხოლოდ მკვეთრი მოძრაობა შეიმჩნევა... ისიც ხანდახან... მერე ისევ უძრაობა... დიდი ხნით

May 18, 2010

რა პატარები ვართ

დღეს კურიერს უყურე შემთხვევით და გავიგე - მედვედევის უკრაინაში ვიზიტისას, უცნობი ჯარისკაცის საფლავის პატივსაგებად მისულ პრეზიდენტებს ქარი ცოტათი "გაეხუმრა". ვიქტორ იანუკოვიჩს ე.წ. "ვენოკი" დაეცა თავში. წამყვანმა თქვა, უკრაინის პრეზიდენტმა ყველას სთხოვა არ გაევრცელებინათ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა.
შევედი "facebook"-ზე და ყველგან ეს ვიდეო იდო... ყველგან და ყველასთან... ვუყურე რათქმაუნდა, მაგრამ რა მერე? ასეთი რამ ყვეას შეიძლება დაემართოს.
კომენტარები და სიცილ-ხარხარი რომ იყო ამაზე გავღიზიანდი... ეს იმას გავს, "დიდი ბიჭი" რომ დაგჩაგრავს, შენ სამაგიეროს ვერ უხდი და შემთხვევით ფეხი თუ წამოკრა - გიხარია... ყველაზე სასაცილო ისაა, რომ იანუკოვიჩს მოხვდა ეს გვირგვინი, და არა მედვედევს ანუ პირდაპირ მტერს...
ნეტა მედვედევს რომ დასცემოდა თავში ეს გვირგვინი, სახალხო ზეიმად გამოვაცხადებდით ამ დღეს თუ ეროვნულ დღესასწაულად?

May 11, 2010

ჩემი სანათა

წეღან დავჯექი და ინტერნეტში ვიქექებოდი, ბიოგრაფიულ ცნობებს ვეძენდი სანათაზე... როდის დაიბადა, სადაა ახლა, რამდენი წლისაა... მერე დავანებე თავი, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, მე ხომ მისი ბიოგრაფიის დაწერას არ ვაპირებ, მე ჩემი სანათას შესახებ უნდა მოვყვე :) დიახ, ჩემი... არა იმიტომ რომ ჩემია მხოლოდ, უბრალოდ ჩემთვის ვინაა, რაა, როდიდანაა ამაზე გიამბობთ :)
შარშან "ლიტერატურული პალიტრის" ერთ-ერთ ნომერში მარიამ ხუცურაულის, იგივე სანათას ლექსები დაიბეჭდა. სიმართლე რომ ვთქვა არ წამიკითხავს... საერთოდ პროზას უფრო ვეტანები ხოლმე, პოეზია ჩემებურად მიყვარს - ბევრჯერ წაკითხული ლექსები მიყვარდება, ამოვიჩემებ და მერე ხელიდან ვერ მაგდებინებენ... ახალ ლექსებს ვერ ვკითხულობ
ხატია მიმყოფის ღმერთმა კარგად და "ლიტერატურული პალიტრა" ყოველ თვე მსტუმრობს. მაშინაც მე პროზას მივუჯექი, დედაჩემი - პოეზიას და დაიწყო:
   - ეკა, ნახე რა მაგარი ლექსებია- მოდის ერთხელ დედა
მე არ მიყვარს ლექსებს რომ მიკითხავენ, ძალდატანებით :)
  - დედა, დამანებე თავი, მერე წავიკითხავ - ვპასუხობ.
დედაჩემს არ აინტერესებს და იოწყებს კითხვას :) მე რათქმაუნდა არ ვუსმენ :)
გადის რამდენიმე დღე, ჩემთან მოდიან მეგობრები. შემოდის დედაჩემი, რომელიც ასევე მეგობარია მათი :)
  - გოგოებო, ნახეთ რა უსაყვარლესი ლექსები აღმოვაჩინე - ამბობს დედა და უცერემონიოდ იწყებს კითხვას :)
გოგოები არაფერს ამბობენ, ღიმილით უისმენენ, ოღონდ მხოლოდ ზრდილობისთვის, მე გული მიწუხს :)))))) ასე გაგრძელდა ერთი თვე... დედაჩემს ლიტერატურულ ტერორში ვყავდი :)
ასე გავიდა "ტერორისტული" თვე... მერე ბრაზმა გამიარა :) და ჟურნალი ავიღე, ერთი ლექსი თავისით შემომეკითხა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე...ვაიმეეეეეე...
ახლიდან ვკითხულობდი, იგივეს...
ეს მომწონს...
არა, აი ესეც რა საშინლად მომწონს... ეს რა ცუდია?... შემიყვარდა...საშინლად


ვინაა სანათა? რად მინდა ბიგრაფია, რად მინდა დაბადების თარიღი, აი ვინაა

ფშავლის ქალებში სანათა
ანთია ასკილივითა,
ნაზია მთებზე ნისლებად
გაკრული მანდილივითა...
სოფლის ქალ-რძალში ამაყად
მიმოდის ქურციკივითა,
წრფელია - ფშანზე ჩამოსულ        
ხარჯიხვთა წყურვილივითა,
ძნელია - დილაბნელაზე
არაგვის დუმილივითა,
მწველია - ფშაველ წაწალთა
მოუკლავ სურვილივითა...
მწარეა, როგორც ტკივილი
ცხრა ტყვიით დაჭრილივითა,
ცხარეა - მონადირეთა
ასახდენ ქადილივითა,
მიმოდის გზაწვრილაებზე
  
იცი როგორი ლექსები აქვს? იცი რატომ მიყვარს? მთის ქალაა და ნაზია, თანაც ცოტა ველური, ვნებიანია და თან ცოტა მორცხვი - აი ლექსებიც ასეთი აქვს :) უყვარს და ლექსებიც ასეთი აქვს - მთლიანად გაჯერებული სიყვარულით


მეფერებიან ულეწელები,
ჟრჟოლის და ცეცხლის მგვრელი,
სულში ხელები, მხრებზე ხელები,
თმებში ხელები შენი...
გათანგული ვარ ნათიბის სუნით,
წყენა არ მახსოვს ერთიც,
თიბათვის წვიმას მივეშვირე და
ლექსით ვივსები შენთვის...
ასე წვიმით და ლექსებით სველი,
საყურ-ბეჭედზე მწყრალი,
სათიბში გელი შენდ მზის წაწალი
ქალთარაფერა ქალი...

 ისე ცხადად შევიგრძნობ ხოლმე ამ ყველაფერს, მგონია ჩემს  თავს ხდება... ჩემს თავსაა მარწყვის სუნით დაბნეულის ბედნიერება, ისე როგორც ეჭვებშერეული სანათას წუხილი... 
არა! ჩემზე კარგად თვითონ ამბობს თავის ლექსებში როგორ შეუყვარდა, როგორ ელოდა, როგორ ეშინოდა, როგორ ფიქრობდა - 
 
“მიყვარს.... არ მიყვარს...” - ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება - “არ მიყვარს”,

  როგორ ხვდება ბოლოს-

შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...

მერე ლოდინი, დიდი და მტანჯველი... ლოდინი  მთაში

სანამდე ვიარო უშენოდ შარახევს,
ერთურთი შორიდან სანამდე ვახელოთ,
შენს სურნელს ინახავს თმები და თითები
შენ ხელშენავლები პერანგის საყელო...

ან ეს

წუხელის სიზმარში მომელანდე,
თვალებნათელო და სულმზიანო,
ვაი, რა უღმერთოდ მოენატრე,
ბეჩავ გულს, ხოხბების საფრთხიალოს...

შენ იქნებ აღარც გახსენდები,
შავქალა ღრუბლებთან დარჩენილი,
დარდებმა დამიჭკნეს ბილილები,
სათელად მიგიან ნაბდებივით...

ვეღარ აიცილა გულის ფარმა,
ეჭვები ისრებად დაწევნილი -
ეგებ მოხიბლაო ქისტის ქალმა,
ლამაზი არიო, დაწყევლილი...

ლამაზიც არი და თამამიცა, -
ჩაიქირქილებენ ტოლ-სწორები,
მე რაღა დაგწამო დასაფიცარს,
ისევ სევდა შემრჩა მოგონების...

თითისტარს ეხვევა ზამთრის ღამე,
სარკმელში ცა მოჩანს ავდრიანი,
აბა, შენ მე როგორ მიღალატებ,
ეს ეჭვი სულ ზამთრის ბრალი არის...

თითისტარს ეხვევა ზამთრის ღამე,
სარკმელში ცა მოჩანს დარდიანი,
ეგებ მზემ გააქროს დილით ნისლი,
ჩვენ შორ-შორ ყოფნაში ბრალიანი...

ვიცოდი :) ვიცოდი თვითონ მოყვებოდა თავის ამბავს თავისი ლექსებით... მე რაღა საჭირო ვარ...  მიყვრას როცა ამდენი ლოდინის მერე წერს

მოწმენდილ ცაზე მეხად გასკდა,
ცოლად გინდივარ,
შეგიყვარდი და
ფეხქვეშ მიგებ დიბა-ატლასებს...
მე რა შეგკადრო
მდიდარს, ზვიადს, დიდს და ხვავრიელს?..
აგვისტოს ხვატში
ბუერის ყუნწს წვეთად ვკიდივარ,
ამ ხნის მწყურვალო,
დამაშვრალო,
მოდი, დამლიე...

ხომ ლამაზია :)  გადის წლები და ასაკი გვემატება... ნამდვილი სიყვარული არსებობს და იარსებებს მუდამ, თავისი ტკივიკითა და ბედნიერებით

ოცდახუთი წელია,
მზე-რგოლს ხუნდად ვატარებ.
ოცდახუთი წელია,
მაქალებ და მახარებ...
ოცდახუთი წლის წინათ
დაგაბედა განგებამ,
მოპოეტო, მარტივით
შლეგი გოგოს გაძლება...
არც ვყოფილვართ მას მერე
კენტად, იო-წიოდა,
ბევრჯერ კიდეც გვტკიოდა,
გვციოდა და გვშიოდა...
ოცდახუთი წელია,
სარეცელს მიზიარებ,
მძიმე ყმაწვილკაცობის
ლექსით გიფევ იარებს...
შენს ჩრდილს შემოფარებულს,
სევდა ვერ მინაპირებს,
ოცდახუთი წელია,
იანვრებს მიაპრილებ...
მერე რა, თუ დღეს და ხვალ
შვილიშვილებს ვნატრულობთ,
ჩემო თეთრცხენიანო
უფლისწულო ზღაპრულო!
ოცდახუთი წელია,
კერიის ცეცხლს გინახავ.
ეჭვიც არ გამჩენია,
ნეტავ, თუღა მიყვარხარ...
ისევ ვხიბლავთ ერთურთს და
ისევ გვეტრფიალება,
რა დროს შემოდგომაა,
ჩემო ივრისთვალებავ?!
ოცდახუთი წლის მერეც,
თავბრუს გახვევ წინანდელს,
მთელი მაშრიყ-მაღრიბის
ლამაზმანთა ჯინაზე...
ოცდახუთი წელია,
შენს ეზო-კარს ვალაგებ.
ოცდახუთი წელია,
მამღერებ და მალაღებ...
ოცდახუთი წელია,
გვადევს ოქროს ბორკილი,
ღვინობისთვის მიწურულს
დავთქვით ვერცხლის ქორწილი...
იმ, სხვა ქორწილებამდე
ფერი ბევრჯერ ვიცვალოთ
შენი მკერდი სასთუმლად
ღმერთმა ნუ მომიშალოს...

ეს პატარა, ძალიან პატარა ექსკურსია -  სანათას ცხოვრების ჩემეული ვერსია  :) იქნებ არასწორად დავალაგე, იქნებ  არც მოეწონოს თვითონ რომ ნახოს... არა, როგორ მოეწონება, სიტყვის თქმა მინდოდა და მას ყველაფერი ქონდა ნათქვამი უკვე :) ერთი კია, ძალიან ცოტა დაიტია პოსტმა, იმდენის კიდევ ... იმდენი ისტორია
ჩემ წაწლის გაკეტებულ დეკის ჩაი მამინდაო :) სანათას ლექსებში დეკა ისეთი ლამაზად ჩანს... მერე ვნახე რა ლამაზი ყოფილა... სანათას და დეკის დამსახურებით ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მივიღე მე  - ლექსი ერთი ადამიანისა :)
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაიმკვიდრებს პოეტი მსოფლიო ლიტერატურაში თავის ადგილს. ადამიანების გულებში დამკვიდრებული ადგილი ყველაზე ძვირფასია. 
ხოდა სანათა ჩემს გულშია.

მაპატიოს სანატამ ასეთი უგერგილო პოსტი :) 




Apr 28, 2010

დვნობა 2010

24-ში დვანში წავედით მე, გვანცა და მარო. როცა მარომ მითხრა შაბათს დვანში მოდიხარო, არც კი დავფიქრებულვარ ისე მივეცი თანხმობა. საშინლად მჭირდებოდა გარემოს შეცვლა და ეს ერთერთი მშვენიერი ადგილი იყო სადაც სიამოვნებით წავიდოდი
დვანში კოხიჯვრობა იყო, კოხიჯვრის წმინდა გიორგის დღესასწაული, იგივე კვართობა. სოფელში სტუმრიანობა და შესაბამისად უამრავი მთვრალი ადამიანი იყო :)
შაბათს წვიმდა საშინლად, ციოდა. ეკლესიის მონახულება არც გვიფიქრია, არც გაგვიშვებდა არავინ. ეკლესია სადღაც შუაშია მოქცეული - ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიებს შორის...
საერთოდ არ მიყვარს უცხო გარემოში მოხვედრა, უხერხულად ვგრძნობ თავს და სიამოვნებას ვერასდროს ვიღებ. ამ ბოლო ხანებში ჩემმა უღიმღამო (უზუსტესი შეფასებაა) მდგომარეობამ უფრო მკვეთრად გამოხატა უცხო გარემოში მოხვედრის სურვილის არარსებობა. დვანში თავს ვგრძნობ როგორც საკუთარ სოფელში, როგორც სახლში. სხვა შემთხვევაში ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებდა სახლიდან ფეხის გადგმას :)
კვირას მზის სითბომ გვისალბუნა. შეგვავსო საოცრად და იარებიც მოგვიშუშა. ეკლესიისკენ დავადექით გზას... არა, ექსტრიმი არ იყო ჩვენი თანამდევი, უბრალოდ მწყემსად წასული სკოლის დირექტორისათვის საგზალი უნდა აგვეტანა :)


ქვემოთ, სახლთან ბლოკპოსტია. იქ მთავრდება ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. მზემ სიცოცხლე მოგვანიჭა, საზღვრების შეგრძნება წაშალა...
ვერ ვგრძნობდი სად იყო საზღვარი. არა იმიტომ რომ ეს მიწა საქართველოსია და უკანონოდაა მითვისებული, უბრალოდ არ მქონდა საღზვრის შეგრძნება არანაირი და მშვენიერი იყო ეს, საოცარი შეგრძნება. მიუხედავად ყველაფრისა საოცარ სილაღეს და თავისუფლებას ვგრძნობდი, მიახაროდა ცოცხალი რომ ვიყავი, მიხაროდა მზე, მიხაროდა სიმწვანე და სველი მიწა
ამ გორის უკან სულ ოსური სოფლებია, ამ გორის უკან უზარმაზარი სამხედრო ბაზა შენდება... მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, ზეგ, ეს არც ერთმა დვანელმა არ იცის და  ყველას ჩუმი შიში აქვს მომავლისა, რომელიც არ ვიცით რას გვიმზადებს. მე უბრალოდ ერთი რამ ვიცი, რამე რომ მოხდეს მეც ისევე მეტკინება სული და ხორცი, როგორც თითოეულ მკვიდრს. მესამედ ვიყავი ამ სოფელში და მეგონა სახლში დავბრუნდი. რამე რომ მოხდეს მე მატერიალურს არ დავკარგადვ არაფერს, მაგრამ ჩემი სიხარულისა და გულის ნაწილი აუცილებლად მიკვდება... თუმცა მხოლოდ კარგის იმედი მაქვს. ორი წლის წინ დვანიდან გამოქცეულებს სრულიად დარწმუნებულმა ვუთხარი - თქვენ დაბრუნდებით! და ისინი დაბრუნდნენ. ხოდა ახლა ვამბობ რომისინი მშვიდობიანად იცხოვრებენ დვანში! და იცხოვრებენ!!!
როგორ შემიძლია  გვერდი ავუარო მასპინძლებს, საოცარ ხალხს, მაროსა გვანცას დედულეთს... როგორ არ ავნიშნო თამარა ბაბო, უსაყვარლესი და უტკბილესი მოხუცი, საოცრად პროგრესულად მოაზროვნე, რომელიც თვლის რომ არაა საჭირო განვლილ საუკუნეში მიღებული ნორმები ოცდამეერთე საუკუნეშიც უნდა დაიცვან მისმა შვილიშვილებმა. მიყვარს ასეთი მოხუცები, გონების სიჯანსაღეს რომ არ კარგავენ ასაკის მატებასთან ერთად. ისე მიხაროდა რომ ვუყურებდი, მივხვდი როგორ მაკლია ბებიის სითბო. თითქოს არ გახსენდება, წასულია უკვე, მაგრამ გახსენება სითბოსა და ტკივილს გიღვრის გულში.
როგორ არ ავღნიშნო პოეტური სულის მქონე მათემატიკოსი სკოლის დირექტორი :) ჩემი მეგობარი, რომელიც დიდი ძალაა სოფლისთვის. როგორ აქვს საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დარიგებული სარეცხის ფხვნილის მთელი არმია და სხვა საშუალებები და არავის აძლევს უფლებას ერთი ცალიც კი აიღოს, მის მეუღლესაც კი :) როცა ვკითხე სარეცხი ფხვნილი რაში უნდა გამოიყენოთ სკოლაში-თქო ჯერ არ  ვიციო, მიპასუხა :))))))))))
როგორ არ ავღნიშნო მისი მეუღლე, ძალიან სიმპატიური ქალბატონი, რომელიც იგივე სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. სახლში კი საოცრად თბილ სიტუაციას ქმნის მისი დიასახლისობა.
როგორ არ ავღნიშნო ტარიელი და თამარი :) ქალბატონი ტამო ერთი კუდრაჭა ჭინკაა, თვალებში ჭინკები დაუხტის და სულ რაღაც აინტერესებს, მამიდაშვილების მესაიდუმლეა და საერთოდ უკუდრაჭესი რამეა. ტარიელი კი დღითიდღე იზრდება და სულ იცვლება. პაწაწუნა ბიჭი იყო პირველად რომ ვნახე, ახლა კი თანდათან საინტერესო პიროვნებად ყალიბდება. მამის მეგობრებს უხარიათ, მოგვესწროო. მე კი ვფიქრობ სტუდენტობა მის დიდ პოტენციალს სულ სხვა მხარეს წარმართავს. დარწმუნებული ვარ ერთ ხუთ წელში იამაყებენ არა იმით, სუფრაზე გვერდი დაგვიმშვენაო, არამედ იმით, რომ საინტერესო, განათლებული და პროგრესული ახალგაზრდა იქნება.
ჰოდა მე  მიყვარს მდინარე ფრონეს ხეობა, ვაშლის ბაღები, შიოს ბიჭის სახლი მიყვარს, თენგოს ღვინო :)))))))))), მაროს ეზოს გაუყვავებელი იასამნები მიყვარს... დვანი მიყვარს და მინდა მუდამ მეგულებოდეს თუნდაც ასეთ მდგომარეობაში, თუნდაც ჯარისკაცებით ბლოგპოსტებზე, მაგრამ მეგულებოდეს და ვიცოდე, რომ მე ჩავალ დვანში

Apr 22, 2010

საკუთარი თავის ძიებაში დაწერილი პოსტი

ახლა ვიქექებოდი ჩემს უჯრაში და ეს ვიპოვე. დრო გადის და არაფერი იცვლება თითქმის

პრინციპში არ ვიცი რამდენად კარგია როცა არ იცნობ, ჯერ კიდევ არ იცნობ საკუთარ თავს... ნუ თუ ეძიებ, მაშინ შეიძლება ამაში კარგი მხარე დაინახო, თორემ თუ გაჩერდი...  როცა იცნობ შენს პიროვნებას, მაშინ დრო უკვე მეტი გრჩება იმისთვის, რომ სათანადოდ გამოიყენო, საჭიროების მიხედვით... გამიგია, ადამიანთა ნაწილს აქვს შეგრძნება, რომ ცოტა დრო აქვთ და სულ რაღაცის მოსწრებაზე არიან; მეც სულ მაქვს შეგრძნება, რომ მაგვიანდება, მაგვიანდება, მაგვიანდება... მაგრამ არაფერს ვაკეთებ ამის შესაცვლელად.
ცოტა იფიქრეო, ამდენს რომ ფიქრობ იმიტომ ხარ ასეთი დათრგუნულიო, იმიტომ იტანჯებიო... სასაცილოა...
მუდმივი შეგრძნება - არავინ მიცნობს... თუ ესეც ის მომენტია, რომ "კარგი ტიპი" ხარ თუ არავინ გიცნობს? რაღაც გამოუცნობი და საინტერესო? იქნებ ყველასთვის გაშიფრული ხარ და ქმნი ილუზიას, რომ მიუწვდომელი ხარ? ილუზია...
მუდმივი უკმაყოფილების შეგრძნება... რატომ? რატომ მაქვს ასეთი დიდი მოთხოვნილებები? ვიმსახურებ კი მეტს? იქნებ არა, ან იქნებ კი? თუ ეს კვლავ ილუზიაა?სხვათაშორის, სხვებზე ვამბობ, ბედი დაყვებათქო. საკუთარ თავზე მეშინია? არ მინდა გაგრძელდეს? არ მინდა გვერდით ადამიანი, თუ ოდესმე ვიფიქრებ, რომ მე მეტი მეკუთვნოდა!!! არ მინდა მქონდეს ეს შეგრძნება და მინდა ვიყო შევსებული... აი სისავსე მაკლია... თუმცა იმდენად პრიმიტიულად ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთ აზრამდე დადის... ამ ბოლოს, ვატყობ, ყველა ფიქრი და საუბარი ერთ წერტილამდე მიდის და იქ ჩერდება... რატომ?
ვიცი რომ არ ვარ ძლიერი, მაგრამ ხომ შეიძლება ვაიძულო თავი... ძალიან რომ ვარ არეული ამას მხოლოდ ხანდახან ხვდებიან... დაბალანსება მჭირდება... ვინ გამიგებს ასეთ არეულს? რატომ მაღიზიანებენ ადამიანები? რატომ ხდებიან უინტერესონი? რატომ მემართება დეპრესია ყოველი ქეიფის მეორე დღეს? რატომ არ მაქვს პროტესტი იმ დღეს? რატომ ვარ გაორებული? ერთ დღეს - სანიმუშოდ გამგები გოგო, მეორე დღეს - დეპრესიული ტიპი?
დავიღალე საშინლად. არ მინდა არ ვიფიქრო. რატომ არ უნდა ვიფიქრო? ფიქრის გარეშე უფრო დამტანჯავს პრიმიტიულობის სინდრომი... რამე უნდა შეიცვალოს... სადმე მინდა... მარტო მინდა... სხვაგან... სხვა გარემო მჭირდება, ინტელექტუალურად დატვირთული. დარწმუნებული ვარ ბევრ კითხვას გავცემდი პასუხს... მირჩევნია გამიჭირდეს

პ.ს. ეს წერილი რამდენიმე თვის წინ მაქვს დაწერილი. ისევ მინდა სხვაგან

Apr 17, 2010

ივერია თუ მუზა? :)

ჩემთვის დაუმუშავებელი ალმასია..აი საშინლად ძვირფასი რომაა და დაუმუშავებელი, დაუწახნაგებელი, უსიმეტრიო... მთელი ხიბლი მის ასეთ დაუმუშავებლობასა და უსიმეტრიობაშია :)

 ერთხელაც მახსოვს, ფორუმზე შევედი პირველად... ნუ ეს იყო ოდესღაც :D აღარც მახსოვს როდის... დაახლოებით ოთხი წლის წინ... განყოფილება იყო "ერთიანი საქართველო" თუ რაღაც ეგეთი ერქვა, ზუსტად არ მახსოვს, სადაც საინტერესო თემები დავლანდე. ერთი თემა იყო -  "იავნანა"... ნუ იქ დავპოსტე... ძველი პოსტები წავიკითხე და ხმამაღლა გამოვხატე აღფრთოვანება. პირადში მომწერა ერთმა იქაურმა... სასაცილო ის იყო,  რომ პირადი წერილების ნახვაც არ ვიცოდი, იმდენად არ მქონია ფორუმებთან შეხება, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი :D ნუ რაღაც მივწერე, მერე მომწერა, მერე კიდევ და ასე შევყევით, სასაცილო რაღაცეებს მეკითხებოდა ხოლმე, ჩემზე პატარა იყო ასაკით, მაგრამ დიდივით ლაპარაკობდა და მეც დავიჯერე მისი დიდობა :) ასე გავიცანით ერთმანეთი. რაღაც პერიოდი ვურთიერთობდით, მერე რამდენიმე თვე დავიკარგე, საერთოდ ვეღარ გამოვჩნდი იმ "სამყაროში" და რამდენიმე თვის მერე ისევ შევედი... ხალხი დამხვდა შეცვლილი, მაგრამ ნაცნობი ნიკი ისევ აქტიურად პოსტავდა... მორიდებით მივწერე - ალბათ არ გახსოვარ, მე დავბრუნდი... რეაქცია საკვირველი - ვააა, რა მაგარია, სად იყავი და ეგეთები.. გამიხარდა - ვახსოვარ ადამიანს. მიწერ-მოწერა განახლდა მეტი ენთუზიაზმით, მერე სურათები გავცვალეთ, მახსოვს მოვკვდი ნერვიულობით, ოღონდ რა მანერვიულებდა არ ვიცი :D არ შეგეშინდესთქო - მივწერე. სურათი მოვიდა და ეწერა - არ შეგეშინდეს :D დავხედე ფოტოს და იქიდან მიყურებდა სრულიად განსხვავებული სახე, არასდროს არავისში რომ არ შეგეშლება. რაღაცნაირი - ღიმილით დავახასიათე ჩემს თავში :) მერე შეხვედრა დავთქვით :) ცხოვრებაში არავის შევხვედროდი ასე გაცნობილს, ჩემთვის ეს ცოტა მიუღებელი იყო, რაღაც პრინციპი მქონდა, რომ არ უნდა შევხვედროდი ვირტუალურად გაცნობილ პიროვნებას, მაგრამ ზუსტად მივხვდი - ყოველთვის ვინანებდი რომ არ მენახა! 
შეხვედრა სიონის ეზოში იყო დაგეგმილი. მე 45 წუთი დავიგვიანე :) ნუ არ მინდოდა, მაგრამ ასე მოხდა :) კიბეებიდან რომ გადავიხედე, სადაც ყველაზე მეტი ნაგავი იყო იქ იჯდა ერთი ბიჭი, გავიღიმე, მივხვდი ეგ იყო, თვითონ ვერ მიცნო, სურათში სხვანაირი ხარო. შევხედე - მაღალი, გამხდარი, წვერიანი, ქართული ცხვირით, გაბურძგნული თმებით, დანგრეული ჯინსით, დაფხრეწილი კეტებით, რაღაც ამოქექილი პლაშოვკა კურტკით და მამამისის ძველი, კუბოკრული პერანგით :D:D:D ნუ ხო ძaliან სანახავი იქნებოდა? :D სასტიკად არ მომეწონა :D ამის საპირისპიროდ მე საკმაოდ მოწესრიგებულად და აკურატულად მეცვა და ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ჯინსი მაინც ჩავიცვი და არა კლასიკური  კაბა :D
 ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობ-მეგობრობა, რომელიც ფორუმზეც გრძელდებოდა. თანდათან ვხვდებოდი, რომ საერთო ინტერესები გაგვიჩნდა... არა, განა საერთო ინტერესები, ეს მე გავიზიარე მისი ინტერესები - კარგი თუ ცუდი, აზრიანი თუ უაზრო :D ჩემმა რადიკალიზმმა ფრთა გაშალა :) ვსაუბრობდით, ვკამათობდით, რაც ძირითადად მისი გამარჯვებით მთავრდებოდა და ასე მიდიოდა ცხოვრება სანამ...
სანამ უცებ, ერთერთი მორიგი შეხვედრის შემდეგ არ აღმოვაჩინე, რომ... რა სიმპათიურია მოკლედ შეჭრილ თმებში... და რა საინტერესოა, რა რადიკალურია, რა პირდაპირია, რა სამშობლოს მოყვარულია ( და არანაირად ურაპატრიოტი), რა... რა... რა...   მივხვდი რომ მომეწონა
რაღაც პერიოდი თავს ვარწმუნებდი საპირისპიროში, მაგრამ უშედეგოდ... არ მითქვამს მისთვის, თუმცა არც დამიმალავს... მე მგონია რომ ის ხვდებოდა და მინდოდა კიდეც რომ მიმხვდარიყო, მე არ ვმალავდი, არ მრცხვენოდა, მე პირდაპირაც ვიტყოდი, დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი - გრძნობა მქონდა, მაგრამ მე მხოლოდ მომწონდა და ზედმეტი გულგახსნილობა საერთოდ მიუღებელი იქნებოდა.  რომ არ გამჩენოდა სიმპათია, გასაკვირიც იქნებოდა, იმდენად განსხვავებული, იმდენად რაღაცნაირად ჩემს პიროვნებასთან ახლოს იყო.... თუმცა ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა - ის ძალიან გავს შენსას, მაგრამ შენი არ არისო - ეს იყო სიმართლე. 
თანდათან მოხდა ჩვენი ურთიერთობის გაციება, ისე ხშირად არ ვურთიერთობდით პირადად, მე უკვე ყველაფერში აღარ ვეთანხმებოდი, მოგვდიოდა კამათი, სადაც მე ვრჩებოდი ნაწყენი, მას კი ეცინებოდა - რა გწყინსო, ქალი ხარ რააო...ამაზე უფრო ვიბუსხებოდი და ჩემს თავს ვმუხტავდი საშინლად უარყოფითად... მას არ ქონდა სიმპათია ჩემს მიმართ, ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე მეგობრულად დაიწყო და ასეც უნდა გაგრძელებულიყო... ეს მე ავურიე რაღაცეები და ისიც დაიძაბა და ჩამომშორდა, თუმცა ისევ ვურთიერთობდით, მხოლოდ საზოგადოდ... მისსავე საქებად უნდა ითქვას, რომ ცუდი და მიუღებელი არაფერი გაუკეთებია, თუმცა საშინლად მტკენდა ხოლმე გულს თავისი სიხისტით ალბათ დღეში 2-3-ჯერ, თუმცა თვლიდა, რომ არაფერს საწყენს არ ამბობდა...ეგეთია :)
გავიდა რაღაც პერიოდი და მე ყველაფერმა გადამიარა :) საკმაოდ მალე, მივხვდი რომ მიყვარდა მართლა გულით, მაგრამ როგორც ძალიან კარგი მეგობარი... და როგორც შემდეგ ჩემმა უჭკვიანესმა მეგობარმა მითხრა - შენ ყოველთვის მეგობარივით გიყვარდა, უბრალოდ დაიბენი ერთი პერიოდიო :) და ჩემი ეს მეგობარი არასოდეს ცდება :)

დადგა შემდეგი ეტაპი ჩვენი ურთიერთობისა - მას შეუყვარდა, ხო...ნამეტნავად შეუყვარდა :) როგორიცაა თვითონ, ისე შეუყვარდა... მისმა სიყვარულმა დაგვაახლოვა, მისმა გაჭირვებამ და გრძნობებმა. მე ბედნიერი ვიყავი რაღაცით თუ ვეხმარებოდი... მე ფაქტიურად მეგობარი დავიბრუნე... როცა ასე თუ ისე მოგვარდა ყველაფერი მე გავიხსენი... ოთხი წლის ინტენსიური ურთიერთობის შემდეგ მასთან მე დავიწყე მოყოლა ჩემზე, ჩემს ფიქრებზე, ჩემს გრძნობებზე... ვუყვებოდი იმას, რაც მინოდოდა ჩემზე სცოდნოდა და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ დავმეგობრდით, ახლა უკვე მართლა და მე მიხარია. ძალიან მიყვარს და მიხარია რომ გვერდით მეგულება

პ.s. ამ ოთხი წლის მანძილზე თუ ოდესმე გეოგრაფიული, ისტორიული ან ნებისმიერი წვრილმანი სახის ინფორმაცია დამჭირვებია, იმავე წუთს მასთან ვრეკავდი და 95% ვიღებდი ზუსტ პასუხს. ამ ოთხი წლის მანძილზე სულ გვერდით იყო და საკმაოდ გვიან მივხვდი რა ახლობელი გახდა ჩემთვის :)

პ.პ.ს  ეს პოსტი 4 იანვრის დილას დაიწერა... ეს ერთერთი ისეთი პოსტია, რომელმაც "ამოხეთქა" :) დავდე ბლოგზე, მერე ავიღე, ახლა ისევ ვდებ - თუ გულწრფელი მინდა ვიყო, ბარემ ბოლომდე :)

Apr 14, 2010

ჩემი იასამანი

არის ასეთი საშუალო სტატისტიკური ჰოლივუდური მელოდრამა :სანამ შენ გეძინა" სანდრა ბალოკის მონაწილეობით... ხოდა ამ ფილმის შინაარსი არაფერ შუაშია ჩემთან, უბრალოდ სანამ მე მეძინა ჩემი იასამანი აყვავებულა
ეგოისტური დამოკიდებულება მაქვს მე იასამანთან - მარტო ჩემთვის მინდა. დღეს გული გამინათდა გასაყიდად გამოტანილს რომ მოვკარი თვალი, მაგრამ იმავე წამს ეგოიზმმა დამრია ხელი. ჩემია იასამანი და ეს ყოველ კუთხეში მდგარი გამყიდველები ძალიან მავიწროვებენ.
რომ ვუყურებ და რომ ვსუნთქავ, მე ვარ ხოლმე მაშინ... სრული სიცხადით შევიგრძნობ ხოლმე საკუთარ თავს... ხომ არის ისეთი მომენტები, როცა უმარტივესი საგნები თუ მოვლენები ბედნიერებას განიჭებენ... ხოდა იასამანი ესაა ჩემთვის
ახლა წარმოიდგინეთ რა უბედური ვარ, როცა ყოველ კუთხეში ვხედავ კონებს ლარად... ასე მგონია გააუპატიურეს მეთქი
სამსახურში აპრილი მიყვარდა ყველაზე მეტად. ჩემი თანამშრომლის იასამანი ყვავილობდა და იმიტომ... ბაგებში ვერ ავიდოდი იმათ მოსანახულებლად, სამაგიეროდ თვითონ ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩემს სანახავად ორ დღეში ერთხელ... ჩავეხუტებოდი ხოლმე მსუქნად აფეთქებულ რტოებს, ჩავისუნთქავდი მათ სურნელს და ვგრძნობდი როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ავსებდა გულს მისი სურნელი... აპრილი ყველაზე მეტად მსუბუქი და ბედნიერი იყო სამსახურში.
შარშან ივნისში სტეფანწმინდა მოვინახულე პირველად... გერგეთის სამებისკენ მიმავალმა პირველად რომ გაყვავებული იასამნები დავინახე ვიფიქრე მომეჩვენათქო... აღარ ველოდი და ამავსო სიხარულით
სანათაც კი წერს იასამანზე, აი სანათაზე არ ვეჭვიანობ :)

ბატონო ჩემო,
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
გადიშალა მკერდზე ყვავილი...
მე მოვირთვები, გაოცდება მავან-მავანი
და თქვენს ნაცვლად თბილისს დავივლი...
ბატონო ჩემო!
შებინდებისას დაქანცული ქუჩის ხმაურით,
მთვრალი სუნით იასამანის,
მე დავწერ თქვენთვის, არ ექნება ლექსს სათაური
და ეს იქნება ჩემი წამალი...
ბატონო ჩემო!
შუაღამისას ჩუმად გამცნობთ იასამნობას
და რაიმეს უფრო სანატრელს.
როდის ჩამოხვალთ,
მომენატრეთ,
როდის ჩამოხვალთ
და ღამეს კვლავ თეთრად გავათევ...
ბატონო ჩემო...
უთქვენობამ და გაზაფხულმა იძალა ერთობ
ამ ტკივილებსაც კვლავ სათქვენო ლექსად ვინახავ
იასამნობა გამაგიჟებს, დამღუპავს, ღმერთო!
გადამარჩინეთ...
ბატონო ჩემო,
მე თქვენ მიყვარხართ!
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
ბატონო ჩემო!


ვერ ვეჭვიანობ სანათაზე :)
სამაგიეროდ მკითხავენ ხოლმე ხანდახან, რომელი ყვევილი გიყვარსო... აა იასამანი? - გაკვირვება - ხო, იასამანი მეც მიყვარს - არაფრად ჩაგდება.

ხოდა ნურავინ მეცილება, ჩემია

Apr 13, 2010

ნიკო



მაინც წავიდა
ასე მგონია უკანასკნელი რაინდი გარდაიცვალა
ბოჰემური რაინდი
გული მტკივა... რამდენიმე წელი კიდევ მეგონა იცოცხლებდა
ვის არ უყვარდა?
ვინ არ ავარდებოდა ხოლმე მის არა თავმდაბლობაზე?
მაგრამ მაინც წავიდა



მეტკინა ძალიან

Apr 7, 2010

Real

Apr 5, 2010

სასაფლაოები

ახლა მოვედი სასაფლაოდან. პირველი აღდგომაა თენგოს გარეშე... ხოდა ყველანი შევიკრიბეთ... მიუხედავად მუხათგვერდის საშინელი ქარისა, აქედან თუ იქედან საშინელი საცობებისა, მაინც კმაყოფილი მოვედი სახლში - მთელი ოჯახი შევიკრიბეთ.
საერთოდ ძალიან მიყვარს სასაფლაოები. პირველად ვიყავი მუხათგვერდში წელს, მადლობა ღმერთს, რომ აქამდე მაინც არ მიწევდა ისეთი ახლობლის საფლავის მონახულება, როგორიც ძმაა... ზოგადად ვამბობ - სასიამოვნო ადგილია ჩემთვის.
უფრო მეტად სოფლის სასაფლაოები მიყვარს. რაღაცნაირად იდუმალი და თბილია თითქოს იქაურობა, თითქოს შენი ახლობლების თბილი თვალები შემოგყურებენ და გეფერებიან მალულად... მისაქციელში აღდგომა მიყვარს, როცა ყველანი ერთად გავდივართ სასაფლაოზე, ყველას ვნახულობ, ყველა ახლობელია და თბილად გეგებება... მიდიხარ ახლობლების საფლავებთან და ტკივილიანი გულით ულოცავ აღდგომის მობრძანებას... მისაქციელის სასაფლაოზე ხალხმრავლობაა, ბავშვების ჟივილ-ხივილია, დიდი სუფრებია გაშლილი და ძირითადად სააღდგომო მხიარულებაა... მიყვარს მე აღდგომა მისაქციელში.
ნატანების სასაფლაო საერთოდ განსხვავებულია. ნატანებში მე აღდგომას არც ვყოფილვარ. ის სასაფლაო ჩემთვის იდუმალი და ჩუმია. როვა მე იქ ვარ, არასდროს არაა ხალხმრავლობა და ხმაური, პირიქით - სრული სიჩუმე და იდუმალებაა, მაგრამ ცხადად ვგრძნობ ჩუმ და უტკბილეს ნათქვამს - მოხვედი ბებია? რისი უნდა შემეშინდეს იქ... ჩემი ბებია ხო იქაა და მომეფერება, კალთაში ჩამისვამს და ყველაფერს გამომკითხავს... ბაბუაც იქაა, რომელიც წლინახევრის ვიყავი რომ გარდაიცვალა, მაგრამ ბებო... ჩემი კატუშა ბებო...
როცა ნატანებში ჩავდივარ სულ სასაფლაოსკენ მიწევს გული, სულ შეგრძნება მაქვს რომ მელოდებიან როდის მივალ და მათ კუთვნილ მიწას მოვეფერები, ქვას გადავწმენდ და სარეველებს მოვაცლი იქაურობას.
რაც თავი მახსოვს, სასაფლაოზე მისულს  სულ მაინტერესებდა უცხო საფლავები, წარწერები და ფოტოები, დაბადების და გარდაცვალების თარიღები... ბოლოს გავიფართოვე თვალსაწიერი და ზოგი საფლავი დავათვალიერე :) თუმცა მთლიანი სასაფლაო არ მომივლია არც ნატანებში და არც მისაქციელში
მოკლედ მე მიყვარს სასაფლაოები, მაგრამ ალბათ მხოლოდ ისინი, სადაც ახლობლები
მეგულება, სადაც მელოდებიან

Apr 3, 2010

ჰომოსექსუალიზმი VS საზოგადოება

ახლა წავიკითხე ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგზე ეს პოსტი , მერე  "შოკოლადში" გამოქვეყნებული "წერილი ჩემს შეფს" წავიკითხე... ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი. საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის ვიცოდი და არ იყო უცხო, მაგრამ მაინც შემძრა
რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის ადამიანური გრძნობები.. ყველანაირი ადამიანური გრძნობა.
ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მას სურს! - ესაა ჩემი კრედო. ძალიან  განვიცდი როცა აშკარა ძალადობას ვხედავ იმ ადამიანის მიმათ, ვისი საქციელიც საზოგადოებას არ მოწონს.
"შოკოლადში" გამოქვეყნებული წერილი ჰომოსექსუალისტ გიორგიზეა. ის თავის განცდებს წერს. თავის სასიყვარულო ისტორიებს და უფრო მეტად კი საზოგადოების დამოკიდებულებაზე მის მიმართ. ერთი რამ მიკვირს - რატომ არ ვფიქრობთ ჩვენ, ადამიანები, რომ ჩვენ თავებს უნდა მივხედოთ მხოლოდ და სხვებს თავი დავანებოთ? რატომ ვაფათურებთ ხელებს სხვის ცხოვრებაში? ადამიანი ხომ თავისუფალია და როგორც უნდა ისე იცხოვრებს...მაგრამ ჩვენ ხომ ამის გაგება არ შეგვიძლია, ჩვენ ხომ "ზე-ერი" ვართ და მანკიერი მხარეები არ გაგვაჩნია... ჩვენ ხომ ერთნაირები უნდა ვიყოთ ყველანი - ღიპიანი, ხუთლიტრაღვინისმსმელი ბიძიებით და ჩასუქებული წინსაფარაკრული სამზარეულოსგარეთცხვირისარგამყოფი დეიდებით? მათი შვილებიც ხომ მათ უნდა დაემსგავსონ? ეს ხომ დოგმაა?
წერილში ეწერა როგორ დაინახა ადამიანმა როგორ აუპატიურებდა რამდენიმე "მამაკაცი" ერთს... რამდენჯერ გამიგია "ჭკუაზე მოყვანის მიზნით" როგორ იხმარეს "პიდარასტი"  და რამდენია ასეთი მაგალითი.
ერთ კითხვაზე მიპასუხეთ,  ბატონებო.
თუკი ჰომოსექსუალისტი არის ადამიანი, რომელსაც სექსუალური ურთიერთობა აქვს მამაკაცთან, მაშინ ადამიანი, რომელიც "ჭკუაზე მოყვანის" თუ "დამცირების" მიზნით სექსუალურ აქტს ახორციელებს ჰომოსექსუალისტზე, ის აღარაა გეი? გამაგებინეთ თუ შეგიძლიათ...თუმცა ალბათ არა... ასეთი "ნამდვილი ქართველები" ხომ ისტორიის, რელიგიის დამცველებად გვევლინებიან...
არასდროს მქონია ზიზღი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. თანდათან უფრო ლოიალური გავხდი და ვცდილობდი გამეგო, რამდენად შესაძლებელი იყო სიყვარული ორ კაცს ან ორ ქალს შორის. რამდენიმე კარგი ფილმი ვნახე - "brokenback Mountain",  "Milk", "Little Ashes", "Dream Boy". პირველად ორი მამაკაცის კოცნის სცენა ძალიან არაბუნებრივი იყო ჩემთვის, არაესთეტიური :) თუმცა ამ ფილმებში სიყვარულის ისტორიები იყო გადმოცემული, ჩემთვის კი სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას ყოველთვის.
ყველას აქვს თავისი კარგად შენიღბული და დაფარული საიდუმლო... ხოდა მივხედოთ რა საკუთარ თავებს

Mar 31, 2010

გახსოვს მაგნოლია?

5 წელი გავიდა. ახლა დავფიქრდი, ამდენი ხანი არ მეგონა :) 5 წელია რაც გიპოვე. მანამდე ჩემთვის ერთი ურჩი ბაშვი იყავი ბოტოტა ფეხებით და ორი "ვედროთი" რომ შემობლაყუნდებოდა ჩემს ეზოში ზაფხულობით...შენთვის ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ბევრად "დიდი" შენზე, რომელსაც იშვიათად ნახულობდი და საერთო არაფერი გქონდათ :)
შენ 16 წლის იყავი, მე - 21-ის... შენ მე-11 კლასში გადადიოდი, მე იმ წელს დავამთავრე ჩემი სტუდენტური ცხოვრება. აგვისტოს დასაწყისში სოფელში ჩავედი, მონატრებული მქონდა იქაურობა. მითხრეს ჩამოვაო, ისეთი გაზრდილია ვერ იცნობო. არ ვიცი რატომ, მაგრამ გელოდი :) ამას რომ წაიკითხავ ალბათ გაგიკვირდება, მაგრამ ლოდინი მქონდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ველოდებოდი როდის ჩამოხვიდოდი :) ალბათ გული მიგრძნობდა, რომ მნიშვნელოვანი ადამიანი გახდებოდი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენი შეხვედრაც მახსოვს ჩემს ეზოში. ორივე გაოცებული შევყურებდით ერთმანეთს, ორივე შეცვლილი ვიყავით გარეგნულად და გაგვიკვირდა :)
მერე იყო საღამოები. ჩვეულებრივი გართობებით, რაღაც თამაშებით. მერე იყო საუბარი, მერე უცებ საერთო აზრები, საერთო შეხედულებები, გაოცება, მერე კვლავ ძებნა საერთო თემების, ერთმანეთის აღმოჩენა... სასიამოვნო მოულოდნელობა...
აი მერე იყო საღამოები...
სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობდით - ეს იყო დიდი პრობლემა. უკვე აღარ გვინდოდა ერთმანეთის დაკარგვა...ერთ წელს მალე უნდა გაევლო, მერე შენ სტუდენტი გახდებოდი, უკვე თბილისში... ერთ წელს მალე უნდა გაევლო
გახსოვს, ჭასთან მთხოვე რამე დამიწერე სამახსოვროდო, კარგი-მეთქი დაგპირდი, ვერ დაგიწერე. შენც-მეთქი გთხოვე, მე ვერაო...იმ წვიმიან საღამოს შენ და ნათია რომ ამოხვედით დასამშვიდობებლად ჩემი ნათხოვარი კასეტა დამიბრუნე, კასეტის ქვემოდან წერილი იყო....ვაიმე რამდენი ვიბღავლე ის წერილი რომ წავიკითხე :) სასწრაფოდ გავაშანშალე პასუხი და ერთი სიტყვაც არ მახსოვს რა დავწერე :) მერე შენ მელაპარაკებოდი ჩემი დაწერილი წერილიდან და მე ვერ ვხვდებოდი :) მართლა არ მახსოვსრა დაგიწერე მაშინ :)
რატომღაც შენ თვითონ გაასაიდუმლოვე ჩვენი მეგობრობა, რაღაცისგან გინდოდა დაგეცვა ალბათ. ფაქტიურად მარტო ნათიამ იცოდა... მერე ნელნელა, დროთა განმავლობაში გაიგო ყველამ როგორი ძვირფასები ვიყავით ერთმანეთისთვის.
ერთი წელი ძალიან გაიწელა...ყველა მობილური ოპერატორის ყველა სერვისი გამოვიყენეთ მგონი :) შენ მწერდი, მე გპასუხობდი... ერთადერთი მიზანი შენი თბილისში ჩამოსვლა იყო.
გახსოვს 15 წუთით რომ მნახე მეტეხის ხიდთან? რამდენი გეძებე მაშინ... სამსახურიდან ტაქსით ავვარდი სამებაში, იქ აღარ იყავი, ტელეფონი დაგიჯდა, ვეღარ გირეკავდი, ვიცოდი სადღაც რიყის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყავი, გზები გადაკეტილი იყო, გიჯივით დავეშვი ფეხით... მერე რაღაცნაირად დამირეკე...მაინც ხომ გნახე, შენი ჩამოსვლის მიზანი ხომ ეგ იყო :) ვეღარ გელეოდი, ვაიმეე, როგორი მონატრებული მყავდი...არ მინდოდა გამეშვი, იმის მერე მიყვარს მეტეხის ხიდი
მანამდე სპორტის სასახლესთან რომ  გნახე 10 წუთით :) სურათი გადავიღეთ და ის სურათი დღემდე არ მინახავს :) ვიცი შენ რომ ინახავდი და არ მაღირსე
გახსოვს სოფელში რომ გნახე დეკემბერში? მე ხომ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი, რომელიმე დღეს მაინც მოგიწევდა სოფელში ჩამოსვლა...ჭიშკართან ვილაპარაკეთ რამდენი, მაშინ შეიქმნა gitanes... მე გაჩუქე ეგ ბრელოკი, შენ მითხარი ეს ბოშა ქალი შენ იქნები და რომ მომენატრები ჩავრთავ და ლურჯად გაანათებსო.... "ბოშა ქალი გალურჯულა, მას სილურჯე მოჰფენია". მთელი  წლის მანძილზე ჯამში ერთი საათით თუ გვინახავს ერთმანეთი და თან  ყოველი ნახვა რა თანჯვის ფასასდ გვიჯდებოდა. გახსოოვს?
ერთი წელი გავიდა. ამ ერთი წლის მანძილზე მთელს ჩემ მეგობრებს შენი სახელით ქონდათ გამოჭედილი ყურები, მთელი წელი ველოდი როდის დარეკავდი და მეტყოდი - ეკ, ჩამოვდივარ...ბოლოს უკვე კალენდარზე დღეებს ვხაზავდი - აი 23 დღეც და ჩამოვა, აი 22 დღეც და...
ერთი წელი გავიდა, შენ სტუდენტი გახდი, მაგრამ არა თბილისში. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი და  გადაუხარშავი იყო, რომ მთელი კვირა გაოგნებულმა ვიარე, ვერ ვხვდებოდი რა მექნა...გეჩხუბე, გიყვირე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ საშველი არ იყო... ერთ სემესტრში გადმოვალ -დამპირდი. მე აღარ მაინტერესებდა, დამცავი მექანიზმი ჩავრთე. გადავამუშავე რომ მე და შენ სხვადასხვა ქალაქებში უნდა გვეცხოვრა... შენ ჩამოხვედი...4 წლის შემდეგ :) ოღონდ ჩემს გამო არ ჩამოსულხარ, არც შენს გამო, არც ნათიას გამო - სიყვარულმა  ჩამოგიყვანა :) და ეს კარგია...კარგია
მე შენში დიდ პოტენციალს ვხედავდი ყოველთვის და სულ ვფიქრობდი რომ გამორჩეულად ბევრს მიაღწევდი...არ ვიცი იქნებ ასეც იყოს, ჯერ ყველაფერი წინაა.
შენ დაიკარგე. აქ ხარ და არც ხარ. არ შეცვლილხარ, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ხანდახან, ძალიან იშვიათად გამოჩნდები ხოლმე ისეთი, როგორიც ხარ... გამახსენებ ხოლმე თავს და მეც ვმშვიდდები. არაფერს ვითხოვ ხომ იცი? მე ხომ გითხარი ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და არაფერს მოვითხოვ-თქო, არადა ხანდახან რა ბანალურად გექცევი და მერე უარესად ვხდები... შენ ხომ მაფრთხილებდი რად გინდა ჩემნაირი არანორმალური მეგობარიო :) შენ ხომ ჩემი არჩევანი ხარ? :) ჩემს გულში ისე მყარად გაქვს გადგმული ფესვები, ვერავინ ამოფხეკს შენს სიყვარულს, მაგრამ ხანდახან მეშინია კიდევ გიყვარვარ თუ არა :) არა, კი ვიცი რომ გიყვარვარ, მაგრამ მაინც მეშინია... მე ხო მჭირდება ხანდახან თქმა, რა ვქნა ასეთი დებილი ხასიათი მაქვს.. შენ კიდე არ ხარ იქ სადაც სულ მეგულებოდი ამდენი ხანი.... რა ვქნა რაააა.... მიჭირს უშენოდ

 ხანდახან როცა მავიწყდება
როგორი ხარ შენს წერილებს გადავხედავ ხოლმე, რომელიმეს
გახსოვს?
"გამოჩნდი იმ დროს, როცა უდაბნოში დავბორიალებდი. ღმერთს მილიმეტრ საჩრდილობელს ვთხოვდი და მან შენი სახით დიდი ოაზისი მომივლინა... ბედნიერებაა რომ არსებობ... მეშინია დაუმსახურებელი ღვთის წყალობა ისევე მოულოდნელად არ გაქრეს, როგორც მოვიდა..."

ან ეს

"ეკ.. აღარ შემიძლია. ერთი კია, მხოლოდ შენთან ვარ უნიღბოდ, თავისუფლად. მაშინ ვუბრუნდები ჩემს თავს და ვხვდები, რომ ვარ ადამიანი. შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის. ანდა ცოტათი რომ გრძნობდე თუ როგორ მიყვარხარ. უმრავლესობა ჩვენს მეგობრობას ვერ გაიგებს და ისინი ძალიან მეცოდებიან. მთავარია რომ ჩვენ ერთად ვიქნებით. შენ ხარ იმედი რომ "..."-ს ვიპოვი, რადგანაც შენი ნახვა წარმოუდგენელი, აუხდენელი ოცნება იყო. ხედავ? ჩემი ოცნებები ხდება. "

რა ვქნა, მაპატიო უნდა, რომ მენატრები

Mar 14, 2010

წერილი

სულ ვფიქრობდი რაღაც დამეწერა შენზე..ნუ ჯერ ვფიქრობდი რა მეჩუქებინა და ერთ-ერთ აზრად ამანაც გამიელვა - დავწერ მასზე სრულიად გულწრფელად და ვაჩუქებ რაიმე სხვა მატერიალურ საჩუქართან ერთად-თქო. ვიცოდი შენთვის ჩემს ნაჯღაბნს დიდი ფასი არ ექნებოდა, განა არ ვიცოდი...
ვიცოდი რომ სხვა იყავი. ვიცოდი რა...კი არ ჩამომიყალიბებია საკუთარ თავში ასეთია და ასეთი-თქო. უბრალოდ, ეჭვები მქონდა და ამ ეჭვებს გასაქანს არ ვაძლევდი. ჯერ ერთი მეგონა მარტო მე ვხედავდი და მეჩვენებოდა ყველაფერი
ხოდა ჩემო კარგო, აი ჩემგან საჩუქარი
მე მართლა მიყვარდი და არა შენი საჩუქრების გამო...მაგრამ შენ არმაას ალბათ ვერ მიხვდები. დანარჩენებსაც ძალიან უყვარდი...მაგრამ ალბათ ამასაც ვერ ხვდებოდი. შენს გაცირვებას გულით განვიცდიდით და ვცდილობდით მარტო არ ყოფილიყავი....არადა ყველა ძალიან კარგად ვხედავდით რომ მარტო იყავი...სრულიად მარტო! მიუხედავად შენს მიერ ჩამოთვლილი აურაცხელი მეგობრებისა (რათქმაუნდა ცნობადი სახეებისა), შენ მარტო იყავი.
რატომ არ ვუტყდებოდი სა კუთარ თავს? მეცოდებოდი. მე ბეევრად მდიდარი ვიყავი შენზე, მე საოცარი მეგობრები მყავს და ისეთი მდიდარი ვარ  წარმოუდგენლად... შენ კიდევ... სულ ვფიქრობდი, მთელი ცხოვრება ალბათ მარტო იყო და ბოლო-ბოლო მაინც მიხვდება ჩვენს ფასს-თქო. რა გულუბრყვილო ხარ ეკა...
რომ გავაანალიზე მივხვდი, რომ თავიდან ლაშა ტყუილით გაიცანი, მერე მე,  მერე ვეღარ თქვი სიმართლე, "შენს კონცერტზეც" კი მიგვიყვანე ყველა, "მოსაწვევები უშოვე" ბიჭებს... შენ იმდენად ვერ მიხვდი ჩვენს  ფასს, ჩვენს დამოკიდებულებას, რომ იფიქრე საჩუქრებით, მოსაწვევებით გაგვაგიჟებდი :) მეცოდები...სულ გული მიკვდება ისე მეცოდები.
ვინ ხარ საერთოდ? ვინ ხარ? ავად ხარ? აბა ამხელა ფანტაზია, ამხელა წარმოსახვა.... არ ვიცი...
ალბათ როგორ დამცინოდი არა? :) ალბათ სულელად, შტერად მთვლიდი არა? ალბათ იფიქრე, სხვები თუ ვერ მოვატყუე ამას ყველა ვარიანტში მივატყუებო არა? :) კარგი, გეგონოს :) მე ხომ შენთან სულიერი არაფერი მაკავშირებდა....შენ ხომ ამასაც ვერ ხვდებოდი...როოგრ უნდა მიმხვდარიყავი, შენი სულიერება მე ამ პერიოდში არც დამინახავს...ჩვენ ვსაუბრობდით დიდხანს და ყველაფერზე, მაგრამ არა სულიერზე. მაინც ვფიქრობდი, უნდა გადაგვერჩინა ეს გოგო, უნდა ამოგვეთრია იმ უიმედობიდან, სადაც ჩავარდნილი იყო.
მე საშინლად ვარ, უსაზიზღრესად....ვერაფრით გამოვდივარ მდგომარეობიდან... არ მეგონა, მაგრამნ მომსპე და გამანადგურე შენი არსებობით...მადლობა. ჯერ მეგობრად მიჩნეული ადამიანისგან ასეთი იმედგაცრუება არ მიგემია... მადლობა.
მე ვიცი, შენ უარესად იქნები. ზუსტად ვიცი... კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მეცოდები. ამხელა შანსი გქონდა და ვერ გამოიყენე. ყველაფერს აქვს დასასრული და ესეც დამთავრდებოდა ოდესმე,. მაგრამ მე ძალიან სუსტი აღმოვჩნდი იმისთვის, რომ  მეთქვა რასაც ვფიქრობდი. ვინც ჩათვალა, რომ უნდა გამოეაშკარავენიბა, იმას დიდი მადლობა.
ერთია კიდევ, ალბათ გული მიგრძნობდა, რომ ასეთი განადგურებული ვიქნებოდი ყველაფრის გარკვევის შემდეგ და გავჩუმდი... ყველა ეჭვი გავაქარწყლე, სააადღაც შიგნით მღრღნიდა... ეს ჩემი სისუსტეა, ვაღიარებ.
არეულად დავწერე ყველაფერი, მარგამ მეტი დალაგება არ შემიძლია ახლა. რომ ვერაფერს გეუბნები ალბათ ამიტომაც გადავწყვიტე დაწერა. შენ საერთოდ არ იცი ეს საიტი და ალბათ ვერც ნახავ. არ აქვს მნიშვნელობა....არანაირი...
გამოჯანმრთელდი.

Feb 28, 2010

უბრალოდ ... სიყვარული

ამ უბედურებების ფონზე რა დროს სიყვარულია. ნამდვილად არაა სიყვარულზე ფიქრის დრო, მაგრამ ლაპარაკს მოყვა და...
არაფრით არ შემიძლია როცა ვინმეზე არ ვფიქრობ...ვინმე კონკრეტულზე... ჩემი თავშესაფარია ხოლმე ვინმეზე ფიქრი, ვინმეს მიმართ სიმპათია...ფაქტიურად სულ მქონდა ეგეთი პერიოდი, სულ ვიღაცაზე ვიყავი მიმართული - ან მიყვარდა, ან მომწონდა. ვიცი ბანალურია, არაფერია ამაში გასაკვირი და ორიგინალური, არც მაქვს პრეტენზია. ალბათ ადამიანთა 50 % ასეა ზუსტად, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ მე ასეთ დროს ვარ ძალიან კარგად, სიყვარულისა თუ მოწონების პერიოდი ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს. ყოველთვის თავისდაუნებურად იქმნება სამყარო, სადაც ვცხოვრობ ღიმილიანი და თვალებშიცეცხლანთებული, სადაც არასდროს ვაგებ ოცნების კოშკებს, მაგრამ საოცრად კარგად ვგრძნობ თავს, სადაც გულის სიღრმეში ზუსტად ვიცი რომ ადრე თუ გვიან თავზე ჩამომემსხვრევა ეს ჩემი სამყარო, მაგრამ ბედნიერი ვარ იმ წუთით, ბედნიერი ვარ აწმყოთი.
არასდროს შემყვარებია ადამიანი, იმიტომ რომ მას ვუყვარდი... არა... ყოველთვის მიყვარდებოდა (ან სიმპათია მიჩნდებოდა) იმიტომ, რომ მე მინდოდა... სიყვარული თუ მოწონება ყოველთვის ისე მოდიოდა ჩემთან, რომ არასდროს ვეძებდი საპასუხო გრძნობებს :) მიყვარდა იმიტომ, რომ მინდოდა მყვარებოდა და არა იმიტომ რომ მას ვუყვარდი
ხო, მე ვაიდეალებ ადამიანებს... ხო, მე ვაიდეალებ ურთიერთობებს... ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ ზუსტად ვიცი, გაიდეალებულ წარმოდგენას ვიქმნი, მაგრამ მომწონს ეს, თუმცა შეიძლება შემდეგ მაზოხიზმში გადამივიდეს, მაინც მომწონს.
სამაგიეროდ მე მიყვარს ჩემი სიყვარულები...მიყვარს ჩემი ურთიერთობის პერსონაჟი მამაკაცები... მიყვარს ჩემი განვლილი გრძნობები... ძალიან მიყვარს... თითოეული ღიმილით მახსენდება, თბილად...მე თავად სიყვარული მიყვარს და მიყვარს ჩემი თავი შეყვარებულ მდგომარეობაში...
ერთადერთი რასაც არ ვაიდეალებ, ეს ჩემი თავია... თუმცა ყველაზე იდეალური მაშინ ვარ, როცა გრძნობა მაქვს ვინმეს მიმართ... როცა გული ისე ფეთქავს, რომ მახრჩობს... შესაძლოა არც ისე იდეალური ვიყო ასეთ პერიოდში, თუმცა მე ასე მიმაჩნია და ეს ის პერიოდია, როცა არ მაინტერესებს სხვისი აზრი... ეს ის პერიოდია, როცა პირველ რიგში ჩემი თავი მიყვარს სიყვარულისთვის.
თუმცა ძალიან დიდი ხანია არავიზე მიფიქრია...თითქოს "დიდი გოგო" გავხდი და საკუთარ თავს ვუთხარი - არ შეიძლება მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის შეიყვარო ვინმე, საერთოდ არაა საჭირო გრძნობები!!!
ამის შედეგი კი სახეზეა - უძალიანესად დიდი ხანია სიყვარულისა თუ სიმპათიის ობიექტი არ მყოლია... და ეს ჩემთვის ყველაზე ძნელია... დამავიწყდა როგორი ვარ შეყვარებული... დამავიწყდა რომ სიცოცხლე მიყვარს, საკუთარი თავი მიყვარს...
ხო, მე მეშინია სიყვარულის, მეშინია ცალმხრივი გრძნობის და ყველანაირად ვაიძულებ თავს - ნუ შეიყვარებ! ნუ შეიყვარებ!
მაგრამ არ შემიძლია
ყველაზე ცუდად ვარ უსიყვარულოდ... ალბათ უდიდესი სიყვარულის ნაყოფის მიზანი სწორედ ესაა - უყვარდეს!

Feb 27, 2010

სიკვდილის სტატისტიკა

ეს წელი რომ დაიწყო თავი გავიგიჟე - ყველაზე მაგარი წელი უნდა იყოს-მეთქი...ყველაზე წარმატებული და სასიხარულო წელი-თქო...
არ ვიცი, ამდენი სიკვდილითუ მელოდა რას წარმოვიდგენდი...
17 დეკემბერს, ბარბარობას, ბედობას მეზობლის გასვენებაში ვიყავი. ძალიან ახლობელი იყო, მეზობელი და ნათესავი...ძალიან ბევრი ხალხი პანაშვიდებზე მოვიდა მხოლოდ - არ დაიბედეს გასვენებაში სიარული. რამდენი ვიცინე, სულ ცრუმორწმუნე სულელები ვეძახე....
5 იანვარს მარეხის პაპა გარდაიცვალა... ძალიან იწვალა საცოდავმა, მაგრამ ასაკიანი იყო და ასე თუ ისე ასატანი იყო ყველასთვის. 7 იანვარს, შობას დვანში ვიყავით პანაშვიდზე.
13 იანვარს თენგო გარდაიცვალა.. ჩემი თენგო... რათქმაუნდა ვიცი რომ ავადმყოფობდა, რათქმაუნდა ვუყურებდი როგორ იტანჯებოდა, მაგრამ ვერ ვიმშვიდებ თავს იმით, რომ დაისვენა. იმდენად უნდოდა სიცოცხლე, ისე ებღაუჭებოდა ყოველ წუთს, ისე ეცოდებოდა საკუთარი თავი... ძალიან ძნელია... ძმის სიკვდილი როგორი ყრუ ყოფილა... ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდი მისი ბოლო ასეთი იქნებოდა...სამი წელია ვიცოდი გაძლებაზე იყო. მაგრამ სისხლია და ხორცი და ვერ გემეტება. 80 წლისაც რომ ყოფილიყო მანც ვერ გავიმეტებდი. ისე მეცოდება, რომ არ ვფიქრობ...ვერ ვფიქრობ. 14 და 15 იანვარს პანაშვიდები იყო... ეს ბედობა უკვე ჭირისუფლის რანგში გავატარე
18 თებერვალს უფრო დიდი საშინელება მოხდა. ირაკლი გარდაიცვალა, ირა მამიდას შვილიშვილი. 33 წლის ბიჭის ავარიით სიკვდილი მოუნელებელი რამაა... საოცრად გამორჩეული ბიჭის სიკვდილი მოუნელებელი რამაა... ამხელა ჭირგადატანილმაც კი დიდხანს ვერ შევძელი გაჩერება... ღმერთო რა ლამაზი იყო... ცოცხალი მეგონა... ირაკლიზე ფიქრისას მართლა ვთიშავ გონებას რომ არ გავგიჟდე. დღეს თენგოს და ირაკლის ძველი სურათები ამოვალაგე... ირაკლის სიკვდილმა ლამის თენგოც გადამავიწყა.
აღარ შემიძლია...
19 თებერვალს, დილით, თენგოს და კობას ბიძა გარდაიცვალა განმეორებითი ინსულტით...
რა ხდება? ჯერ მხოლოდ ორი თვე გავიდა. რა მელის წინ? რატომ ავიჩემე რომ უწარმატებულესი წელი უნდა ყოფილიყო...
არც მეშინია, მაგრამ ემოციურად საშინლად ვარ. თუმცა დეპრესია არ მაქვს. ეს მერე...ყველაფერი რომ გაივლის მერე დამემართება... როგორც წესი ასე ხდება ამდენი სტრესის შემდეგ.
გარშემო სულ სიკვდილიანობაა...ამას მარტო მე არ ვამბობ. წეღან ლაშამ თქვა, ნეტავ სტატისტიკა როგორიაო...ჩემი პირადი სტატისტიკა ესაა

Feb 16, 2010

თენდება 15 თებერვალი, შენი დაბადების დღე

მე:   ვინ არის ჩემი 21 წლის ბიჭი? :)
        ბედნიერებას არ გისურვებ, უბრალოდ არ მოგცემ უფლებას  არ
        იყო ბედნიერი!
        დაიმახსოვრე.
        შეიძლება ჩემზე მეტად უყვარხარ რამდენიმეს, ჩემზე მეტად
        ხომ უამრავს, მაგრამ ჩემნაირად არავის ეყვარები :)
        შენი ცხოვრების იმედები არ გამიცრუო ბიჭო :)
        შენი ელენკა.


ლ:   გამიხარდა.. და ბოლო სიტყვები უაღრესად.. "ელენკა" :)
       ვიცოდი, რომ ასე, ამ დროს მომწერდი, ყველასგან
       განსხვავებულად და ამაღელვებლად..
       ეჰ, ეკ.. 21 არაფერია..
       არ გაგიცრუებ.. ხომ იცი, ხანდახან მებრძოლები ძლიერ იჭრებიან.
       ყველას უძლურები ჰგონიათ, შემდეგ კი აგრძელებენ ბრძოლას..
       რამდენი ხანია გულწრფელად არ გვილაპარაკია.. მომნატრებია..
       :(
       ბედნიერი ვარ.. უბრალოდ ხანდახან მიდი ჩემს თავში ჭიდილი..
       ჩემი ბედნიერება უფერული იქნება მანამ, ვიდრე შენც არ იქნები
       ბედნიერი..
       მადლობ ეკ


მე:   რა ძვირფასი ხარ ჩემთვის ასეთი უნიღბო...
        ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ასეთი...
        მიხარია რომ მყავხარ...
        მე ბედნიერი ვარ...
        მიხარია რომ ვიცი, მართლა გიყვარვარ.


ლ:   ისე იცი, ჩემი რომანების ერთერთი მისტერია ხარ..
        "ელენკა, რომელიც მზადაა მეგობარი გაამხნეოს და უბრალოდ,
        წრფელად და უანგაროდ ემეგობროს.."
        ისე, შენდობის დღე კი იყო, მაგრამ მინდა გითხრა რომ..შემინდო,
        როცა გჭირდებოდა ალბათ ყველაზე მეტად მაშინ ვერ დაგიდექი
        გვერდით..
        ტკბილი ძილი ეკ..