Dec 29, 2009

ქალთა ხუთი ტიპი.

                                           ქალების ხუთი ტიპი.


ქალების უმრავლესობა შეიძლება პირობითად დაიყოს ხუთ ტიპად ფსიქოლოგიისა და მამაკაცთან ქცევების მიხედვით. ქალის ტიპის ცოდნა აუცილებელია, რათა მოვახდინოთ იმის პროგნოზირება თუ რა ელოდება მამაკაცს ამა თუ იმ ტიპის ქალთან ურთიერთობაში.

I "ქალი-დედა". მიუხედავად პარტნიორების ასაკის შეფარდებისა, "ქალი-დედა" ყოველთვის ერთნაირად მოიქცევა. ის ყოველთვის გაუწევს მეურვეობას საკუთარ მამაკაცს, როგორც საკუთარ შვილს. შეიცოდებს მას, მოეფერება, დააყენებს მის ინტერესებს საკუთარზე მაღლა, ზოგჯერ კი საერთოდ დაავიწყდება, რომ მას შეიძლება საკუთარი ინტერესებიც ჰქონდეს. ასეთი ქალი ცხოვრების შესანიშნავ თანამგზავრს წარმოადგენს. მასთან თავს მსუბუქად, თბილად, მყუდროდ იგრძნობთ, ის არ ქმნის პრობლემებს, ის თავად აგვარებს მათ. მას არ ეხერხება სცენების მოწყობა. შემწყნარებელია, კეთილი და მომთმენი. მგრძნობიარე, ყურადღებით უვლის თავის დიდ ბავშვს - ქმარს, მისი სულიერი მოძღვარია და ამავე დროს მისი მდივანიც.
ამ ტიპის ქალები ეხმარებიან თავის პარტნიორს ბრწყინვალე კარიერის შექმნაში. მამაკაცი ყოველთვის ილტვის ასეთი ქალისკენ. ამ ტიპის ქალი თითქმის ყოველთვის თხოვდება. ამასთან მის განათლების დონეს მამაკაცისთვის არავითარი მნიშნელობა არა აქვს. ის კარგი მიჯნურიც არის იმიტომ, რომ უფლებას აძლევს და უწონებს კიდევაც თავისუფლებას სექსუალურ ურთიერთობებში, თუ ხედავს, რომ ეს სიამოვნებას ანიჭებს მის პარტნიორს, მაშინაც კი, თუ ის თავს ყოველთვის თავშეკავებულ ქალად თვლიდა. ის მზად არის დათმოს საკუთარი "მე" უახლოესი ადამიანისთვის. მამაკაცისთვის ასეთ წყვილში, თუ დასაშვები არის კიდევაც ფლირტი სხვასთან, ეს მხოლოდ ფლირტია.
ასეთი ოჯახიდან მამაკაცი, როგორც წესი, არ მიდის, მაშინაც კი, როდესაც ძლიერ გატაცებულია სხვა ქალით. და მაინც, თუ ასეთი ქალი მამაკაცისთვის გავლით ფიგურას წარმოადგენს, უფრო ხშირად ის არ ქმნის ტრაგედიას ამისგან და იმაზე უფრო მშვიდად იტანს ურთიერთობების გაწყვეტას, ვიდრე ამას მამაკაცი მოელის.

II "მისაღები ოთახის მორთულობა". ქალების ეს ტიპი არასოდეს არ დაუწყებს ძებნას მასზე უმცროს მამაკაცს. ეს არც არის შესაძლებელი, ასეთი ქალი ხომ ბავშვივით მუდამ ყურადღებას მოითხოვს. მეტად განებივრებულია, ის არ შეიწუხებს თავს არც ქმრის, არც ბავშვის, არც მშობლების მოვლით. მას არ ძალუძს შეცვალოს საკუთარი წარმოდეგენა ადამიანურ ურთერთობებზე. ჩვეულებრივ ეს ეგოისტურად განწყობილი ქალია. ხასიათის ურთულესი ტიპია, მაგრამ მასშიც არის თავისებური ხიბლი. ასეთი ქალი ხომ ძალიან ქალური ჩანს თავის კაპრიზებში და მამაკაცი ადვილად დაყვება სწორედ მის ახირებებს, რომლების მას თავიდან ქალური მიმზიდველობის მწვერვალად ეჩვენება. მოგვიენბით კი ეს მამაკაცი ხშირად იქნება გაწბილებულიც და დაქანცულიც ასეთი ქალისაგან.
მაგრამ ეს გვიან მოხდება და მამაკაცი ვერც კი მიხვდება, თუ რა იზიდავს მას ამ ცივ და თავაშვებულ ქალში. ასეთ ქალთან მამაკაცის კარიერა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ის უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი, მას ყველაფერი აწყობილი, გაწერილი აქვს და ის მიუყვება ამ გზას, რომელიც უთუოდ მიიყვანს მას მის მიერ დასახულ მწვერვალთან.
მაგრამ, თუ მამაკაცი ჯერ კიდევ არ არის შემდგარი, როგორც ლიდერი, ასეთი ქალის გვერდით ის ვერასოდეს ვერ გაიკეთებსს კარიერას. ამ ტიპის ქალი თითქმის ყოველთვის პოულობს მისთვის მფარველ პარტნიორს. და თუმცა ეს ქალი არ წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების იდეალს, ის ყოველთვის ოჯახშია. ხშირად ის ცუდი დიასახლისია, მას მოუვლელი ქმარი ჰყავს, ნებაზე ჰყავს მიშვებული შვილები , მაგრამ ის ყოველთვის მშვენივრად უვლის საკუთარ თავს და ამით არასდროს არ იღლება. ამ ტიპის ქალი ვერ იქნება კარგი მიჯნური. ის ცივი, პასიურია საწოლში, თუმცა მთელი მისი შეხედულება, გარეგნობა, ყოფაქცევა მცდარ შთაბეჭდილებას ქმნიან მისი სექსუალურობის შესახებ. ამ ტიპის ქალებს ხშირად ღალატობენ, მაგრამ მათთან უთუოდ ბრუნდებიან. ამაში მონაწილეობს მამაკაცის ცნობიერებაში შექმნილი ქალური სახის საგრძნობი იდეალის ძალა, რომელიც მას იზიდავს. ასეთ ქალებს აღიქვამენ, როგორც მამაკაცის სამკაულს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. მამაკაცს, რომელსაც ასეთი ქალი ჰყავს, ვერ ვუწოდებთ ბედნიერს. ეს ქალი მისთვის ხშირად დამამძიმებელია. ხოლო ამ ტიპის ქალი კი -ბედნიერია თავის თავში, როგორც საგანი.

III "ქალი-მეგობარი". ეს ყველაზე წარმატებული ტიპია, რომელშიც შეხამებულია ორი წინა ტიპის ძალა. ეს ქალი ყველაზე ჭკვიანი, ნატიფი აზროვნების და რეალისტურია, ქალთა თავისებური დამიწებული ტიპია. ის საიმედოა. ის შეაგნებინებს მამაკაცს ცხოვრებაში მისი ლიდერობის აუცილებლობას, მისცემს მას ოჯახში უფროსობის საშუალებას, მაგრამ მხოლოდ მისი ფარული კონტროლის ქვეშ. ის იზრუნებს თავის ქმარზე, როგორც გონიერი დედა, მოიქცევა, როგორც საუკეთესო მეგობარი, რომელიც კარგად ერკვევა მათი საერთო პრობლემების ყველა დეტალში და ამასთან ერთად გახდება მისი საუკეთესო საყვარელი. ეს ქალი -მეგობარია. პატიოსანი, გულღია; მოსმენის, დახმარების,შებრალების და გაკიცხვის უნარიანი მეგობარი.
იმ წყვილში, სადაც პარტნიორი "ქალი-მეგობარია" ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობებია. მას ქალი ქმნის. ის ძალიან გულისხმიერია ყველა თხოვნის თუ შენიშვნისადმი, ყოველთვის მამაკაცის ყველა საქმის, განწყობის, გეგმების კურსშია. ასეთი ქალი დაეხმარება ქმარს კარიერის გაკეთებაში, საკუთარ თავზე აიღებს საყოფაცხოვრებო პრობლემებს, ბავშვების აღზრდას და მშობლების მოვლას. ის ჭკვიანი, კეთილი, კეთილშობილია, ძლიერი ხასიათი აქვს. მაგრამ . . . ქალების ასეთი ძლიერი ტიპი არც ისე ხშირად გვხვდება. და ასეთი ქალი არ თხოვდება ხოლმე. და თუ ის მაიც შექმნის ოჯახს, მხოლოდ ადრეულ ასაკში. დაგვიანებული ასაკი, ჩვეულებრივ, შეუძლებელს ხდის გათხოვებას ერთი მიზეზის გამო - ასეთი ქალი არა მხოლოდ საკუთარ თავს უყენებს მაღალ მოთხოვნებს და ცდილობს სრულიად შეესაბამებოდეს მათ, არამედ იგივე მოთხოვნებს უყენებს მამაკაცსაც.

IV "მტაცებელი". "ქალი-მტაცებელი" არასოდეს არ აქცევს ყურადღებას მამაკაცის ასაკს, მისთვის სულ ერთია, ახალგაზრდაა ის და გულუბრყვილო, თუ ბებერი და გამოცდილი. ის განიხილავს პარტნიორს მხოლოდ ერთი მხრიდან -რამდენად ხელსაყრელია ის მისთვის ცხოვრებაში მატერიალური თვალსაზრისით.
ამ ქალს არ აინტერესებს პარტნიორის გარეგნობა, ფიზიკური მონაცემები, გონებრივი შესაძლებლობები, სექსუალურობა, ის მას მხოლოდ მერკანტილურად განიხილავს. გამოადგება თუ არა? ვინ არის ის (გავლენანი ფიგურის შვილი...)? განათლება (ინსტიტუტი, ასპირანტურა...)? რა ადგილი უჭირავს ცხოვრებაში (მთავარი ინჟინერი, კომერციული დირექტორი, ბიზნესმენი...)”? როგორია მისი სოციალური მდგომარეობა (ბინა და ა.შ)? ყოველივე დანარჩენი მას არ აინტერესებს. აქ გაკვრითაც არ არის საუბარი სიმპათიაზე, გატაცებაზე, სიყვარულზე. აქ ყველაფერი ერთი საზომით იზომება- მატერიალურით.
და მიუხედავად ყოველივე ამისა, ქალების ეს თითქოსდა არასიმპათიური ტიპი ძალიან გავრცელებულია. ასეთი ქალის ცხოვრების მოწყობის უნარი ზოგჯერ შესაშურიც კი არის. ის ძალიან მიზანდასახულია, ნებისყოფიანი, მტკიცე ხასიათი აქვს, არასოდეს არ გადაუხვევს თავის ზრახვებს. მამაკაცი ძნელად აღწევს თავს მისი ქსელიდან, ჩვეულებრივ ასეთი ქალი სექსუალურად არც ისე აქტიურია, მამაკაცის ღალატს არ აღიქვამს ტრაგედიად და აქტიური ქმედებებით ცდილობს მის აღკვეთას.

V "საქმიანი ქალი". იგი უდავოდ, ამ თვალსაზრისით, რისკის გჯუფს მიეკუთვნება. კარიერის არჩევისას ქალმა უნდა გააცნობიეროს: ქმარი, სახლი, ბავშვები _ ყოველივე ამან შეიძლება მას მეტად მტკივნეული პრობლებები შეუქმნას. მაგრამ არიან ქალები, რომელნიც თავს სამზარეულოშიც ბედნიერად გრძნობენ, - ისინი ხომ საყვარელ ქმარს უმზადებენ საჭმელს. მათ სუფთა, მყუდრო სახლი აქვთ. საქმიან ქალსაც შეუძლია ყოველივე ეს, მაგრამ საოჯახო საქმის კეთება მას უჭირს. მისი მთავარი ინტერესები - საქმიან სფეროშია.
ასეთი ქალბატონები ქალურები, მიმზიდველები, კეკლუცები არიან, მაგრამ არსობრივად ეს არიან ქალები შეცვლილი სქესობრივი როლით, ისინი მამაკაცის როლს ასრულებენ. საქმე იმაშია, რომ თამაშობს რა მამაკაცის როლს, ქალი თითქოსდა ორ სკამზე ზის, გაორებული ხდება. მას შეუძლია ბრწყინვალე კარიერის გაკეთება, მაგრამ არ შეუძლია იყოს ერთდროულად კარგი ცოლი და კარგი დედა.
საქმიან ქალს საშინელი რამ ემართება - მას ემსხვრევა შვილის სიყვარულის ბიოლოგიური ინსტინქტი. ძლიერი ქალის გვერდით კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული მამაკაცი უნდა იდგეს, ხოლო ასეთის პოვნა არც ისე ადვილი საქმეა. და რა გამოდის უფრო ხშირად? სუსტი, არაინიციატიური ქმარი, რომელიც მზად არის იკისროს ქალის როლი - ის თანახმაა წაიყვანოს საოჯახო მეურნეობა, იზრუნოს ბავშვებზე, თუ კი მას აჭმევენ და უზრუნველყოფენ. მაგრამ ქალი-ლიდერი მალე უბრალოდ შეიძულებს ასეთ ქმარს, მისთვის მთავარია პრესტიჟი, ხოლო "ქმარი-დიასახლისი" სრულიად არ უმატებს მიმზიდველობას მის ცხოვრებისეულ წარმატებას.
და მეორე შესაძლებელი ვარიანტი: ქმარი და ცოლი - ორივე საკმარისად ინიციატიური, დამოუკიდებელია, ვთქვათ, ისინი კომპანიონები არიან. ქალი - ძვირფასი საქმიანი პარტნიორია. ასეთი ქალები, როგორც წესი, სექსუალურ სფეროშიც აქტიურობას იჩენენ.


მშვენივრადაა შედგენილი :) აბა, რომელი ქალი ამოიცნობს თავის თავს? :) მე უკვე ვიპოვე ჩემი ტიპი...ფაქტიურად, ესდაც ვიცოდი, მაგრამ მაინც :)

Dec 28, 2009

დავრეკე...და აღარ ვარ ცუდად, მომეშვა...თეას დამსახურებაა, მან გადამაწყვეტინა და ამოვისუნთქე, თორემ მომკლავდა ამაზე ნერვიულობა

დღეს ერთი საოცარი ადამიანი დაბადების დღეა...მივულოცე, სმს მივწერე...მართლა გულის კანკალით...წეღან მირეკავდა და დაჯდა ტელეფონიიიი :(:(:( ლამის მივკვდე....კი მივწერე მერე დამიჯდათქო, მაგრამ მაინც ისე გამოვიდა რა...აფექტურ მდგომარეობაში ვწერ, აღრენილი ვარ საშინლად :(

Dec 23, 2009

ხელნაწერნი

დღეს ხელნაწერთა მუზეუმში ვიყავი გამოფენაზე - "გიორგი მთაწმინდელი - 1000". ლაშას ნინიმ დამპატიჟა. არც ვიცოდი  და მაგ მუზეუმში სტაჟიორად  ყოფილა. პირველი გამოფენაა მისი მონაწილეობით :) მაგდა ვერ ახერხებდა წამოსვლას, ვიფიქრე ვის დავურეკო-თქო და უცებ სკაიპში ნათუკა გამოჩნდა, ვილაპარაკეთ ცოტა და აღმოჩნდა რომ 6 სთ-სთვის ეცალა. ეს ხელნაწერთა მუზეუმი ტ...ში აღმოჩნდა :) მართალია ლაშამ შეიცხადა მანდ კი არა ჩემი სამსახურის გვერდითააო :) მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლიდა :) მოკლედ როგორც იქნა ავბოდიალდით მე და ნათუკა, არც ისე დიდი ენთუზიაზმით მივდიოდით სხვათაშორის, თუმცა სულ ტყუილად...გამოფენა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა: პირველად მინდა ავღნიშნო ქაშვეთის მგალობლების მიერ შესრულებული ქართული საგალობლები, რომლებიც ასმაგად ალამაზებდა გარემოს...წარმოდგენილი იყო გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფიის ხელნაწერი, სხვადასხვა გადამწერების მიერ დაწერილი ოთხთავები და სახარებები, გიორგი მთაწმინდელის მიერ დაწერილი "იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება" (გადამწერი სხვაა), გიორგი მთაწმინდელის მიერ  ნათარგმნი საეკლესიო წიგნები ბერძნულიდან, ასევე მისი შედგენილი რამდენიმე კალენდარი - თვენი და სვინაქსარი. თვენი, ესაა ქართული ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელშიც კალენდრული თანმიმდევრობითაა დალაგებული მთელი წლის ყოველდღიური საგალობლები. სვინაქსარი სახარება-სამოციქულოზე დართული კალენდარია, რომელიც შეიცავს წმინდა სახელებსა და საეკლესიო დღესასწაულებს. ძირითადი მასალა არის ეტრატი და ქაღალდი, მე-16-17 საუკუნიდან უკვე ყველა ხელნაწერი ქაღალდზეა.
  დიდი ყურადღება აქვს დათმობილი კალიგრაფიას...ნუსხურითაა დაწერილი მთელი ის მასალა რაც წარმოდგენილია გამოფენაზე და თითოეული ასო საოცრად მაღალმხატვრულადაა გამოყვანილი. სხვადასხვა ზომის წიგნებია და რაც უფრო პატარაა წიგნი მით უფრო დიდ გაოცებას იწვევს კალიგრაფიის უზადობა...ასევე დიდ გაოცებას იწვევს მინიატურები რომლებიც ამ მცირე ზომის წიგნებშია დახატული.
  კიდევ ორ დღეს გაგრძელდება ეს გამოფენა და იმედია მალე კიდევ ბევრი საინტერესო ხელნაწერის ნახვა მომიწევს :)
  იქვე იყიდება სხვადასხვა ბროშურები და წიგნები...მათ შორის ყველაზე მეტად მომეწონა გამოჩენილი ადამიანების წერილები, მიწერილი საყვარელი ადამიანებისადმი :) საოცარი სიფაქიზითა და სინატიფით დაწერილი წერილები ილიასი ოლღასადმი, კონსტანტინესი რებეკასადმი და ა.შ.   ასევე ძველი საქართველოს ფოტოები. აქ ვნახე გურული ქალი აკვანთან :), თბილისელი ქალი აკვანთან, ქუთაისი თეთრი ხიდი საუკუნის დასაწყისში, ბათუმის სანაპირო, თბილისის ხედები, კონკები, ეტლები...რაც შედარებით უცვლელადაა შემორჩენილი, ესაა უშგული და მესტია :):):)
  ბოლოს შთაბეჭდილებების წიგნშიც ჩავწერეთ ჩვენი დღევანდელი ემოციები და შეხედულებები მე და ნათუკამ :) ნინიმ გვაჩვენა თავისი შთაბეჭდილება, როცა პირველად მოხვდა მუზეუმში, მე-10 კლასში რომ იყო - აუ გავგიჟდი, დამიტოვეთ რაა, აღარ წავალ აქედანო :) აი ხომ ხედავთ ოცნებები ხდებაო, გვითხრა :)
    ხოდა დროა დავიწყოთ ოცნება :) დავიწყოოოოოოოოოოოოთ :)

Dec 13, 2009

დასასრული

რა კოშმარია - ადამიანი გარდაიცვალა...მეზობელი, თან ნათესავი...მე რა მჭირს? რეაქცია არ მაქვს, რატო? არადა ემოციური ტიპაჟი რომ არ ვიყო კიდევ ჰო....რა მჭირს? არ მეტირება, არ მენერვიულება, მეცოდება მხოლოდ....თან მიყვარდა ეს ქალი, მართლა.....და არ მეტირება.
არ მინახავს ჯერ, არ ავსულვარ...ალბათ იმოქმედებს დანახვა. კარის მეზობელი დაიღუპა 2 თვის წინ, ახალგაზრდა კაცი, საშინელება ხდებოდა, გახევებული ვიყავი, ცრემლი არ მომდიოდა....მიკვირს
 რატომ დაიღუპა, ეშველებოდა თუ არა რამე - მაგას არ აქვს მნიშვნელობა უკვე....საცოდავი....მაგრად მეცოდება...ფიქრიც არ მინდა სხვა რამეზე, ფიქრიც არ მინდა

Dec 12, 2009

თავმოყვარეობა

რაღაც ამ ბოლოს ჩემი თავმოყვარეობა დაკმაყოფილებულია :) ჯერ იყო და სამსახურიდან წამოვედი ისე, როგორც ვისურვებდი ყველაზე სანატრელ ოცნებებში :) სხვათაშორის, ალბათ სასაცილოა ახლა, ამ სიტუაციაში, საქართველოში ადამიანს სამსახურიდან წამოსვლა გაგიხარდეს, მაგრამ კანონზომიერია ყველაფერი, ვფიქრობ. მაშინ, როცა ყველა მხრიდან შებოჭილად გრძნობ თავს, როცა ხვდები - ეს შენი არ არის, უნდა გეყოს გამბედაობა და  წამოხვიდე, ამგრამ როგორც ერთმა ნაcნობმა მითხრა, თუ სამსახურიდან წამოსვლას აპირებ ორი მიზეზი უნდა დაასახელო: პირველი, ესაა ახალი სამსახური - შედიხარ უფროსთან და ეუბნები, იცი, მე ახალი სამსახური ვიშოვე, კარგად იყავი    და მეორე, როცა მიზეზი გაქვს, ანუ უნდა დაელოდო საჭირო დროს და ისე უნდა წამოხვიდე...ამ შემთხვევაში ჩემთვის ოფიციალური მიზეზი გახდა ხელფასის შემცირება, თუმცა ჩემმა  გარშემომყოფებმა ძალიან კარგად იციან რამდენი ხანია მე მანდ სული მეხუთებოდა, მაგრამ წამოსვლა ვერ გავბედე...რეალური მიზეზები კი ბევრი იყო

  1.  "ჩემი ადგილი" მანდ არ იყო
  2. არანაირი პერსპექტივა
  3. არანაირი ცოდნის გაღრმავება
  4. ფირმის პრესტიჟისა და ხარისხობრიობის მკვეთრი ვარდნა
  5. საშინელი ინტერიერი
  6. არაჯანსაღი დამოკიდებულება უფროსისა ქვეშევრდომიბისადმი
  7. ბოლო რამდენიმე თვე ფირმა აშკარად მიექანებოდა უფსკრულში
  8. ამას მოყვა ხელფასის შემცირება (ძალიან საგრძნობლად)
  9. ბოლო წერტილი დაუსვა ჩემმა უსაყვარლესმა თანამშრომელმა, რომელმაც დატოვა სა სახური      
მეორე დღეს მეც წამოვედი :)


ჩემი თავმოყვარეობა  ერთხელ კიდევ დაკმაყოფილდა დღეს , როცა ერთმა სუბიექტმა  სასტიკი უარი მიიღო :) ყველაზე მაგარი ისაა, რომ ხვდება რადიკალურად შევიცვალე და მიზეზი კი არ იცის...არადა სრულიად შემთხვევით გავიგე ისეთი რაღაც რაც სასტიკად არ მესიამოვნა და გადავწყვიტე ცოტა გავამწარო...რაც მთავარია გამომდის :):) მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი არავინ იცის, არც ერთმა  ჩემმა მეგობარმა...არადა ასეთი რამეები არ ხდება ხოლმე, როგორც წესი :) მთელი სიამოვნებაც მაგაშია...ჩემი თავმოყვარეობა ზეიმობს :)

ხოდა დავდივარ ასე - უმუშევარი და თავმოყვარეობამოზეიმე :) კარგია სხვათაშორის, ნამდვილად ჯობს  დასაქმებულსა და თავმოყვარეობაშელახულს :)

Dec 10, 2009

გამარჯობა



ჩემი პირველი პოსტი :) 

ყველას აქვს  თავისი ბლოგი და მეც მომინდა? :) რავიცი, შესაძლოა ასეცაა...მაგრამ...ძირითადი მიზეზი ერთი რამაა - ძალიან ხშირად მინდა ვთქვა რაღაც, მინდა გავთავისუფლდე...აზრები ბევრისთვის შესაძლოა სასაცილო და ბანალური იყოს, მაგრამ მე ჩემთვის მინდა ეს...მე მჭირდება...ახლა ამ წუთას არ მეწერება...არც მაქვს პრეტენზია რაღაც არაამქვეყნიურის წერისა :) მინდა უბრალოდ...მინდა

თანდათან ჩამოვყალიბდები...თანდათან ვიტყვი რისი თქმაც მომინდება...