Feb 28, 2010

უბრალოდ ... სიყვარული

ამ უბედურებების ფონზე რა დროს სიყვარულია. ნამდვილად არაა სიყვარულზე ფიქრის დრო, მაგრამ ლაპარაკს მოყვა და...
არაფრით არ შემიძლია როცა ვინმეზე არ ვფიქრობ...ვინმე კონკრეტულზე... ჩემი თავშესაფარია ხოლმე ვინმეზე ფიქრი, ვინმეს მიმართ სიმპათია...ფაქტიურად სულ მქონდა ეგეთი პერიოდი, სულ ვიღაცაზე ვიყავი მიმართული - ან მიყვარდა, ან მომწონდა. ვიცი ბანალურია, არაფერია ამაში გასაკვირი და ორიგინალური, არც მაქვს პრეტენზია. ალბათ ადამიანთა 50 % ასეა ზუსტად, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ მე ასეთ დროს ვარ ძალიან კარგად, სიყვარულისა თუ მოწონების პერიოდი ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს. ყოველთვის თავისდაუნებურად იქმნება სამყარო, სადაც ვცხოვრობ ღიმილიანი და თვალებშიცეცხლანთებული, სადაც არასდროს ვაგებ ოცნების კოშკებს, მაგრამ საოცრად კარგად ვგრძნობ თავს, სადაც გულის სიღრმეში ზუსტად ვიცი რომ ადრე თუ გვიან თავზე ჩამომემსხვრევა ეს ჩემი სამყარო, მაგრამ ბედნიერი ვარ იმ წუთით, ბედნიერი ვარ აწმყოთი.
არასდროს შემყვარებია ადამიანი, იმიტომ რომ მას ვუყვარდი... არა... ყოველთვის მიყვარდებოდა (ან სიმპათია მიჩნდებოდა) იმიტომ, რომ მე მინდოდა... სიყვარული თუ მოწონება ყოველთვის ისე მოდიოდა ჩემთან, რომ არასდროს ვეძებდი საპასუხო გრძნობებს :) მიყვარდა იმიტომ, რომ მინდოდა მყვარებოდა და არა იმიტომ რომ მას ვუყვარდი
ხო, მე ვაიდეალებ ადამიანებს... ხო, მე ვაიდეალებ ურთიერთობებს... ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ ზუსტად ვიცი, გაიდეალებულ წარმოდგენას ვიქმნი, მაგრამ მომწონს ეს, თუმცა შეიძლება შემდეგ მაზოხიზმში გადამივიდეს, მაინც მომწონს.
სამაგიეროდ მე მიყვარს ჩემი სიყვარულები...მიყვარს ჩემი ურთიერთობის პერსონაჟი მამაკაცები... მიყვარს ჩემი განვლილი გრძნობები... ძალიან მიყვარს... თითოეული ღიმილით მახსენდება, თბილად...მე თავად სიყვარული მიყვარს და მიყვარს ჩემი თავი შეყვარებულ მდგომარეობაში...
ერთადერთი რასაც არ ვაიდეალებ, ეს ჩემი თავია... თუმცა ყველაზე იდეალური მაშინ ვარ, როცა გრძნობა მაქვს ვინმეს მიმართ... როცა გული ისე ფეთქავს, რომ მახრჩობს... შესაძლოა არც ისე იდეალური ვიყო ასეთ პერიოდში, თუმცა მე ასე მიმაჩნია და ეს ის პერიოდია, როცა არ მაინტერესებს სხვისი აზრი... ეს ის პერიოდია, როცა პირველ რიგში ჩემი თავი მიყვარს სიყვარულისთვის.
თუმცა ძალიან დიდი ხანია არავიზე მიფიქრია...თითქოს "დიდი გოგო" გავხდი და საკუთარ თავს ვუთხარი - არ შეიძლება მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის შეიყვარო ვინმე, საერთოდ არაა საჭირო გრძნობები!!!
ამის შედეგი კი სახეზეა - უძალიანესად დიდი ხანია სიყვარულისა თუ სიმპათიის ობიექტი არ მყოლია... და ეს ჩემთვის ყველაზე ძნელია... დამავიწყდა როგორი ვარ შეყვარებული... დამავიწყდა რომ სიცოცხლე მიყვარს, საკუთარი თავი მიყვარს...
ხო, მე მეშინია სიყვარულის, მეშინია ცალმხრივი გრძნობის და ყველანაირად ვაიძულებ თავს - ნუ შეიყვარებ! ნუ შეიყვარებ!
მაგრამ არ შემიძლია
ყველაზე ცუდად ვარ უსიყვარულოდ... ალბათ უდიდესი სიყვარულის ნაყოფის მიზანი სწორედ ესაა - უყვარდეს!

Feb 27, 2010

სიკვდილის სტატისტიკა

ეს წელი რომ დაიწყო თავი გავიგიჟე - ყველაზე მაგარი წელი უნდა იყოს-მეთქი...ყველაზე წარმატებული და სასიხარულო წელი-თქო...
არ ვიცი, ამდენი სიკვდილითუ მელოდა რას წარმოვიდგენდი...
17 დეკემბერს, ბარბარობას, ბედობას მეზობლის გასვენებაში ვიყავი. ძალიან ახლობელი იყო, მეზობელი და ნათესავი...ძალიან ბევრი ხალხი პანაშვიდებზე მოვიდა მხოლოდ - არ დაიბედეს გასვენებაში სიარული. რამდენი ვიცინე, სულ ცრუმორწმუნე სულელები ვეძახე....
5 იანვარს მარეხის პაპა გარდაიცვალა... ძალიან იწვალა საცოდავმა, მაგრამ ასაკიანი იყო და ასე თუ ისე ასატანი იყო ყველასთვის. 7 იანვარს, შობას დვანში ვიყავით პანაშვიდზე.
13 იანვარს თენგო გარდაიცვალა.. ჩემი თენგო... რათქმაუნდა ვიცი რომ ავადმყოფობდა, რათქმაუნდა ვუყურებდი როგორ იტანჯებოდა, მაგრამ ვერ ვიმშვიდებ თავს იმით, რომ დაისვენა. იმდენად უნდოდა სიცოცხლე, ისე ებღაუჭებოდა ყოველ წუთს, ისე ეცოდებოდა საკუთარი თავი... ძალიან ძნელია... ძმის სიკვდილი როგორი ყრუ ყოფილა... ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდი მისი ბოლო ასეთი იქნებოდა...სამი წელია ვიცოდი გაძლებაზე იყო. მაგრამ სისხლია და ხორცი და ვერ გემეტება. 80 წლისაც რომ ყოფილიყო მანც ვერ გავიმეტებდი. ისე მეცოდება, რომ არ ვფიქრობ...ვერ ვფიქრობ. 14 და 15 იანვარს პანაშვიდები იყო... ეს ბედობა უკვე ჭირისუფლის რანგში გავატარე
18 თებერვალს უფრო დიდი საშინელება მოხდა. ირაკლი გარდაიცვალა, ირა მამიდას შვილიშვილი. 33 წლის ბიჭის ავარიით სიკვდილი მოუნელებელი რამაა... საოცრად გამორჩეული ბიჭის სიკვდილი მოუნელებელი რამაა... ამხელა ჭირგადატანილმაც კი დიდხანს ვერ შევძელი გაჩერება... ღმერთო რა ლამაზი იყო... ცოცხალი მეგონა... ირაკლიზე ფიქრისას მართლა ვთიშავ გონებას რომ არ გავგიჟდე. დღეს თენგოს და ირაკლის ძველი სურათები ამოვალაგე... ირაკლის სიკვდილმა ლამის თენგოც გადამავიწყა.
აღარ შემიძლია...
19 თებერვალს, დილით, თენგოს და კობას ბიძა გარდაიცვალა განმეორებითი ინსულტით...
რა ხდება? ჯერ მხოლოდ ორი თვე გავიდა. რა მელის წინ? რატომ ავიჩემე რომ უწარმატებულესი წელი უნდა ყოფილიყო...
არც მეშინია, მაგრამ ემოციურად საშინლად ვარ. თუმცა დეპრესია არ მაქვს. ეს მერე...ყველაფერი რომ გაივლის მერე დამემართება... როგორც წესი ასე ხდება ამდენი სტრესის შემდეგ.
გარშემო სულ სიკვდილიანობაა...ამას მარტო მე არ ვამბობ. წეღან ლაშამ თქვა, ნეტავ სტატისტიკა როგორიაო...ჩემი პირადი სტატისტიკა ესაა

Feb 16, 2010

თენდება 15 თებერვალი, შენი დაბადების დღე

მე:   ვინ არის ჩემი 21 წლის ბიჭი? :)
        ბედნიერებას არ გისურვებ, უბრალოდ არ მოგცემ უფლებას  არ
        იყო ბედნიერი!
        დაიმახსოვრე.
        შეიძლება ჩემზე მეტად უყვარხარ რამდენიმეს, ჩემზე მეტად
        ხომ უამრავს, მაგრამ ჩემნაირად არავის ეყვარები :)
        შენი ცხოვრების იმედები არ გამიცრუო ბიჭო :)
        შენი ელენკა.


ლ:   გამიხარდა.. და ბოლო სიტყვები უაღრესად.. "ელენკა" :)
       ვიცოდი, რომ ასე, ამ დროს მომწერდი, ყველასგან
       განსხვავებულად და ამაღელვებლად..
       ეჰ, ეკ.. 21 არაფერია..
       არ გაგიცრუებ.. ხომ იცი, ხანდახან მებრძოლები ძლიერ იჭრებიან.
       ყველას უძლურები ჰგონიათ, შემდეგ კი აგრძელებენ ბრძოლას..
       რამდენი ხანია გულწრფელად არ გვილაპარაკია.. მომნატრებია..
       :(
       ბედნიერი ვარ.. უბრალოდ ხანდახან მიდი ჩემს თავში ჭიდილი..
       ჩემი ბედნიერება უფერული იქნება მანამ, ვიდრე შენც არ იქნები
       ბედნიერი..
       მადლობ ეკ


მე:   რა ძვირფასი ხარ ჩემთვის ასეთი უნიღბო...
        ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ასეთი...
        მიხარია რომ მყავხარ...
        მე ბედნიერი ვარ...
        მიხარია რომ ვიცი, მართლა გიყვარვარ.


ლ:   ისე იცი, ჩემი რომანების ერთერთი მისტერია ხარ..
        "ელენკა, რომელიც მზადაა მეგობარი გაამხნეოს და უბრალოდ,
        წრფელად და უანგაროდ ემეგობროს.."
        ისე, შენდობის დღე კი იყო, მაგრამ მინდა გითხრა რომ..შემინდო,
        როცა გჭირდებოდა ალბათ ყველაზე მეტად მაშინ ვერ დაგიდექი
        გვერდით..
        ტკბილი ძილი ეკ..
      














Feb 1, 2010

friendship

რა კარგი საღამო მქონდა :) მარუსას ველაპარაკე რამდენიიიიიიიიიიიიიიიი.....აი უძალიანესადბევრი და ისეთი სავსე ვარ, საოცრად...წელიწადნახევრისა ვილაპარაკეთ, აი ყველაფერი, საერთოდ, რაც არ გვითქვამს, რაც ვერ გაგვიბედავს, რაც ვიცოდით ერთმანეთზე მაგრამ საერთოდ კრინტი არ დაგვიძრავს...გულახდილი საღამო იყო და ბედნიერი...ყველაფრის თქმისა და ყველაფრის გახსენების :) ისე კარგად ვარ, ისე სავსე
საერთოდ მე და მარუ უკვე რარაცნაირად ვართ, ძალიან გავმთლიანდით, ხოდა არ ვიცი, ხანდახან შეიძლება დაგვავიწყდეს ხოლმე, ყოფითობაში გადავვარდეთ, მაგრამ ყოველთვის რაღაც დიდი სითბო იგრძნობა ხოლმე, მაინც, ჩაჩუმებული, მშვიდი, მდგრადი, ურყევი სითბო
როგორ არ მინდა ხოლმე რაგაც ისეთი ვუთხრა, რითაც გული ეტკინება, მაგრამ მაინც ხვდება...არ ვეუბნები და ხვდება...საერთოდ ხვდება ხოლმე ჩემს ხმაურიან და უხმაურო მდუმარებებს :)
მიყვარს მარეხო...ისეთია...ჩემია...მყარი კედელია...საშინლად შინაურია

მიყვარს მარეხო