Jan 23, 2010

დაკარგული გასაღები

მე დავკარგე ჩემი საუკეთესო წლები... ქეიფებში, ჭორაობაში გავლიე... დაკარგულია ჩემი ადრეული ახალგაზრდობა, სტუდენტობა... აი ახლა  ვუყურებ ნათიას და საინტერესოა ის ჩემთვის... ბევრად საინტერესო, ვიდრე რაღაც... ნუ არც მინდა ხოლმე თქმა... ნამდვილი და აქტიური ცხოვრებით ცდილობს იცხოვროს, ვფიქრობ ინტელექტუალურითაც და მომწონს ეს... მეც მინდა იგივე... ვითომ ჩემს ასაკს არ უხდება? მკიდია! მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ახლა დამიდგა ის პერიოდი, სტანდარტულად სტუდენტობის დროს რომ უდგებათ ხოლმე. 
მე ვერ შევცვალე ჩემი გარემო, ვერასოდეს მოვახერხე რომ გარემო რომელშიც ვიაყვი გამერღვია, ვყოფილიყავი ისეთი ძლიერი, ღომ ჩემს გარშემო ხალხი წამეყვანა სადღაც, სხვა სამყაროში, მაგრამ მე თვითონ აღმოვჩნდი იმ ჩაკეტილ წრეში. თბილ, მოსიყვარულე, მაგრამ მაინც არასაინტერესო წრეში... პარადოქსია, რომ მე ვერასდროს ვერ ვხედავ ამას საჭირო მომენტში, მაინცადამაინც რამდენიმე წელი უდნა გავიდეს და მერე ვხვდები.
ყოველთვის მინდოდა სადმე სხვა ქალაქში წასვლა, უცხო ქალაქში. თავიდან ეს თავისუფლებისთვის მსურდა - სადაც მინდოდა იქ წავსულიყავი და რაც მინდოდა ის მეკეთებინა, თუმცა თანდათან სხვა ფაქტორებიც აღმოვაჩინე - საკუთარი სახლი ის ციხესიმაგრე იყო, სადაც მიმესვლებოდა როცა მინდოდა... ჩემი ჩვეული სამყარო იყო. სხვა ქალაქში რომ მეცხოვრა უფრო მეტი ინტერესი მექნებოდა ახლის შეცნობის, ახლის კეთების და საერთოდ სიახლის... სტანდარტული სვლა თეატრსა თუ კინოში არაა ახლის შეცნობა, ახლის ძიება... სასაცილოა, მაშინ არ მიჩნდებოდა ის აზრი, რომ მე საკუთარ ტავს არ ვიცნობდი, მე რამე მაკლდა, ახლა კი ვხვდები, რომ აზრზე არ ვარ რა მინდა, საერთოდ სხვაგან ვარ და არ ვიცი რა... რა მინდა, როგორ მინდა, რატომ მინდა??? საერთოდ ვერ გავიგე, მეც არ ვიცი და რატომ ვითხოვ ჩემი მეგობრებისაგან სახასიათებებს? ნუ პრინციპში ეგეც ადვილი მისახვედრია. მე არ ვიცი და მათგან მინდა გავიგო ვინ ვარ... რა სასაცილოა, მართლა სასაცილო. ნეტა რამე ასაკი არსებობს? ზღვარი... თუ იქამდე ვერ გაიგე ვინ ხარ, მერე ხელი უნდა ჩაიქნიო :
      დღეს უცებ მივხვდი, რომ არ მჭირდება სიყვარული... რაღაც ზედმეტია. სრულიად  თავისუფლად შეიძლება იყო ადამიანთან კომფორტულად ისე, რომ გაგიჟებით არ იყო მასზე შეყვარებული... და რატომაც არა??? ერთმა ადამიანმა მითხრა ერთხელ: ხომ შეიძლება უბრალოდ ორმა ადამიანმა გადაწყვიტოს ერთად ცხოვრებაო? მე საშინლად გავუპროტესტე...ვუთხარი, რომ თუ სიყავრული არ არის წყვილს შორის ერთად ცხოვრების აზრს ვერ ვხედავთქო. ის დამეთანხმა, მაგრამ მე აღარ ვეთანხმები ჩემს თავს... რავიცი... ამ წუთას ასე ვფიქრობ, დღეს ასეთი ვარ და ხვალ როგორი ვიქნები ნეტა? როგორ გავიგო როგორი ვარ?


არ ვმალავ ვინ ვარ... არ ვთამაშობ, ნამდვილად არ ვთამაშობ... უფრო რაღაც როლს ვასრულებ, ავად თუ კარგად, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე ჩემს თავთან სხვანაირი ვარ და სხვებს თავს ვაჩვენებ... არა... უბრალოდ არ ვიცი ვინ ვარ...ის ციხესიმაგრე, რომელიც ჩემში არსებობს, სრულიად ცარიელია. წესითა და რიგით, ალბათ მე უნდა ვიყო შიგნით და დანარჩენები გარეთ, მაგრამ მეც გარეთ მოვხვდი... მე უნდა ვიცოდე იმ ციხესიმაგრის ავან-ჩავანი, უნდა ვიცოდე როდისაა დასალაგებელი, როდისაა გასამზიურებელი, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მე თვითონაც არ ვიცი... ამ ბოდიალ-ბოდიალში, როგორც ცანს ჩემივე ციხის გასაღები დამეკარგა და დავრჩი გარეთ, სახლის - ჩემი ციხესიმაგრის გარეშე 
    22.10.09  

0 коммент.: