Dec 29, 2009

ქალთა ხუთი ტიპი.

                                           ქალების ხუთი ტიპი.


ქალების უმრავლესობა შეიძლება პირობითად დაიყოს ხუთ ტიპად ფსიქოლოგიისა და მამაკაცთან ქცევების მიხედვით. ქალის ტიპის ცოდნა აუცილებელია, რათა მოვახდინოთ იმის პროგნოზირება თუ რა ელოდება მამაკაცს ამა თუ იმ ტიპის ქალთან ურთიერთობაში.

I "ქალი-დედა". მიუხედავად პარტნიორების ასაკის შეფარდებისა, "ქალი-დედა" ყოველთვის ერთნაირად მოიქცევა. ის ყოველთვის გაუწევს მეურვეობას საკუთარ მამაკაცს, როგორც საკუთარ შვილს. შეიცოდებს მას, მოეფერება, დააყენებს მის ინტერესებს საკუთარზე მაღლა, ზოგჯერ კი საერთოდ დაავიწყდება, რომ მას შეიძლება საკუთარი ინტერესებიც ჰქონდეს. ასეთი ქალი ცხოვრების შესანიშნავ თანამგზავრს წარმოადგენს. მასთან თავს მსუბუქად, თბილად, მყუდროდ იგრძნობთ, ის არ ქმნის პრობლემებს, ის თავად აგვარებს მათ. მას არ ეხერხება სცენების მოწყობა. შემწყნარებელია, კეთილი და მომთმენი. მგრძნობიარე, ყურადღებით უვლის თავის დიდ ბავშვს - ქმარს, მისი სულიერი მოძღვარია და ამავე დროს მისი მდივანიც.
ამ ტიპის ქალები ეხმარებიან თავის პარტნიორს ბრწყინვალე კარიერის შექმნაში. მამაკაცი ყოველთვის ილტვის ასეთი ქალისკენ. ამ ტიპის ქალი თითქმის ყოველთვის თხოვდება. ამასთან მის განათლების დონეს მამაკაცისთვის არავითარი მნიშნელობა არა აქვს. ის კარგი მიჯნურიც არის იმიტომ, რომ უფლებას აძლევს და უწონებს კიდევაც თავისუფლებას სექსუალურ ურთიერთობებში, თუ ხედავს, რომ ეს სიამოვნებას ანიჭებს მის პარტნიორს, მაშინაც კი, თუ ის თავს ყოველთვის თავშეკავებულ ქალად თვლიდა. ის მზად არის დათმოს საკუთარი "მე" უახლოესი ადამიანისთვის. მამაკაცისთვის ასეთ წყვილში, თუ დასაშვები არის კიდევაც ფლირტი სხვასთან, ეს მხოლოდ ფლირტია.
ასეთი ოჯახიდან მამაკაცი, როგორც წესი, არ მიდის, მაშინაც კი, როდესაც ძლიერ გატაცებულია სხვა ქალით. და მაინც, თუ ასეთი ქალი მამაკაცისთვის გავლით ფიგურას წარმოადგენს, უფრო ხშირად ის არ ქმნის ტრაგედიას ამისგან და იმაზე უფრო მშვიდად იტანს ურთიერთობების გაწყვეტას, ვიდრე ამას მამაკაცი მოელის.

II "მისაღები ოთახის მორთულობა". ქალების ეს ტიპი არასოდეს არ დაუწყებს ძებნას მასზე უმცროს მამაკაცს. ეს არც არის შესაძლებელი, ასეთი ქალი ხომ ბავშვივით მუდამ ყურადღებას მოითხოვს. მეტად განებივრებულია, ის არ შეიწუხებს თავს არც ქმრის, არც ბავშვის, არც მშობლების მოვლით. მას არ ძალუძს შეცვალოს საკუთარი წარმოდეგენა ადამიანურ ურთერთობებზე. ჩვეულებრივ ეს ეგოისტურად განწყობილი ქალია. ხასიათის ურთულესი ტიპია, მაგრამ მასშიც არის თავისებური ხიბლი. ასეთი ქალი ხომ ძალიან ქალური ჩანს თავის კაპრიზებში და მამაკაცი ადვილად დაყვება სწორედ მის ახირებებს, რომლების მას თავიდან ქალური მიმზიდველობის მწვერვალად ეჩვენება. მოგვიენბით კი ეს მამაკაცი ხშირად იქნება გაწბილებულიც და დაქანცულიც ასეთი ქალისაგან.
მაგრამ ეს გვიან მოხდება და მამაკაცი ვერც კი მიხვდება, თუ რა იზიდავს მას ამ ცივ და თავაშვებულ ქალში. ასეთ ქალთან მამაკაცის კარიერა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ის უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი, მას ყველაფერი აწყობილი, გაწერილი აქვს და ის მიუყვება ამ გზას, რომელიც უთუოდ მიიყვანს მას მის მიერ დასახულ მწვერვალთან.
მაგრამ, თუ მამაკაცი ჯერ კიდევ არ არის შემდგარი, როგორც ლიდერი, ასეთი ქალის გვერდით ის ვერასოდეს ვერ გაიკეთებსს კარიერას. ამ ტიპის ქალი თითქმის ყოველთვის პოულობს მისთვის მფარველ პარტნიორს. და თუმცა ეს ქალი არ წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების იდეალს, ის ყოველთვის ოჯახშია. ხშირად ის ცუდი დიასახლისია, მას მოუვლელი ქმარი ჰყავს, ნებაზე ჰყავს მიშვებული შვილები , მაგრამ ის ყოველთვის მშვენივრად უვლის საკუთარ თავს და ამით არასდროს არ იღლება. ამ ტიპის ქალი ვერ იქნება კარგი მიჯნური. ის ცივი, პასიურია საწოლში, თუმცა მთელი მისი შეხედულება, გარეგნობა, ყოფაქცევა მცდარ შთაბეჭდილებას ქმნიან მისი სექსუალურობის შესახებ. ამ ტიპის ქალებს ხშირად ღალატობენ, მაგრამ მათთან უთუოდ ბრუნდებიან. ამაში მონაწილეობს მამაკაცის ცნობიერებაში შექმნილი ქალური სახის საგრძნობი იდეალის ძალა, რომელიც მას იზიდავს. ასეთ ქალებს აღიქვამენ, როგორც მამაკაცის სამკაულს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. მამაკაცს, რომელსაც ასეთი ქალი ჰყავს, ვერ ვუწოდებთ ბედნიერს. ეს ქალი მისთვის ხშირად დამამძიმებელია. ხოლო ამ ტიპის ქალი კი -ბედნიერია თავის თავში, როგორც საგანი.

III "ქალი-მეგობარი". ეს ყველაზე წარმატებული ტიპია, რომელშიც შეხამებულია ორი წინა ტიპის ძალა. ეს ქალი ყველაზე ჭკვიანი, ნატიფი აზროვნების და რეალისტურია, ქალთა თავისებური დამიწებული ტიპია. ის საიმედოა. ის შეაგნებინებს მამაკაცს ცხოვრებაში მისი ლიდერობის აუცილებლობას, მისცემს მას ოჯახში უფროსობის საშუალებას, მაგრამ მხოლოდ მისი ფარული კონტროლის ქვეშ. ის იზრუნებს თავის ქმარზე, როგორც გონიერი დედა, მოიქცევა, როგორც საუკეთესო მეგობარი, რომელიც კარგად ერკვევა მათი საერთო პრობლემების ყველა დეტალში და ამასთან ერთად გახდება მისი საუკეთესო საყვარელი. ეს ქალი -მეგობარია. პატიოსანი, გულღია; მოსმენის, დახმარების,შებრალების და გაკიცხვის უნარიანი მეგობარი.
იმ წყვილში, სადაც პარტნიორი "ქალი-მეგობარია" ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობებია. მას ქალი ქმნის. ის ძალიან გულისხმიერია ყველა თხოვნის თუ შენიშვნისადმი, ყოველთვის მამაკაცის ყველა საქმის, განწყობის, გეგმების კურსშია. ასეთი ქალი დაეხმარება ქმარს კარიერის გაკეთებაში, საკუთარ თავზე აიღებს საყოფაცხოვრებო პრობლემებს, ბავშვების აღზრდას და მშობლების მოვლას. ის ჭკვიანი, კეთილი, კეთილშობილია, ძლიერი ხასიათი აქვს. მაგრამ . . . ქალების ასეთი ძლიერი ტიპი არც ისე ხშირად გვხვდება. და ასეთი ქალი არ თხოვდება ხოლმე. და თუ ის მაიც შექმნის ოჯახს, მხოლოდ ადრეულ ასაკში. დაგვიანებული ასაკი, ჩვეულებრივ, შეუძლებელს ხდის გათხოვებას ერთი მიზეზის გამო - ასეთი ქალი არა მხოლოდ საკუთარ თავს უყენებს მაღალ მოთხოვნებს და ცდილობს სრულიად შეესაბამებოდეს მათ, არამედ იგივე მოთხოვნებს უყენებს მამაკაცსაც.

IV "მტაცებელი". "ქალი-მტაცებელი" არასოდეს არ აქცევს ყურადღებას მამაკაცის ასაკს, მისთვის სულ ერთია, ახალგაზრდაა ის და გულუბრყვილო, თუ ბებერი და გამოცდილი. ის განიხილავს პარტნიორს მხოლოდ ერთი მხრიდან -რამდენად ხელსაყრელია ის მისთვის ცხოვრებაში მატერიალური თვალსაზრისით.
ამ ქალს არ აინტერესებს პარტნიორის გარეგნობა, ფიზიკური მონაცემები, გონებრივი შესაძლებლობები, სექსუალურობა, ის მას მხოლოდ მერკანტილურად განიხილავს. გამოადგება თუ არა? ვინ არის ის (გავლენანი ფიგურის შვილი...)? განათლება (ინსტიტუტი, ასპირანტურა...)? რა ადგილი უჭირავს ცხოვრებაში (მთავარი ინჟინერი, კომერციული დირექტორი, ბიზნესმენი...)”? როგორია მისი სოციალური მდგომარეობა (ბინა და ა.შ)? ყოველივე დანარჩენი მას არ აინტერესებს. აქ გაკვრითაც არ არის საუბარი სიმპათიაზე, გატაცებაზე, სიყვარულზე. აქ ყველაფერი ერთი საზომით იზომება- მატერიალურით.
და მიუხედავად ყოველივე ამისა, ქალების ეს თითქოსდა არასიმპათიური ტიპი ძალიან გავრცელებულია. ასეთი ქალის ცხოვრების მოწყობის უნარი ზოგჯერ შესაშურიც კი არის. ის ძალიან მიზანდასახულია, ნებისყოფიანი, მტკიცე ხასიათი აქვს, არასოდეს არ გადაუხვევს თავის ზრახვებს. მამაკაცი ძნელად აღწევს თავს მისი ქსელიდან, ჩვეულებრივ ასეთი ქალი სექსუალურად არც ისე აქტიურია, მამაკაცის ღალატს არ აღიქვამს ტრაგედიად და აქტიური ქმედებებით ცდილობს მის აღკვეთას.

V "საქმიანი ქალი". იგი უდავოდ, ამ თვალსაზრისით, რისკის გჯუფს მიეკუთვნება. კარიერის არჩევისას ქალმა უნდა გააცნობიეროს: ქმარი, სახლი, ბავშვები _ ყოველივე ამან შეიძლება მას მეტად მტკივნეული პრობლებები შეუქმნას. მაგრამ არიან ქალები, რომელნიც თავს სამზარეულოშიც ბედნიერად გრძნობენ, - ისინი ხომ საყვარელ ქმარს უმზადებენ საჭმელს. მათ სუფთა, მყუდრო სახლი აქვთ. საქმიან ქალსაც შეუძლია ყოველივე ეს, მაგრამ საოჯახო საქმის კეთება მას უჭირს. მისი მთავარი ინტერესები - საქმიან სფეროშია.
ასეთი ქალბატონები ქალურები, მიმზიდველები, კეკლუცები არიან, მაგრამ არსობრივად ეს არიან ქალები შეცვლილი სქესობრივი როლით, ისინი მამაკაცის როლს ასრულებენ. საქმე იმაშია, რომ თამაშობს რა მამაკაცის როლს, ქალი თითქოსდა ორ სკამზე ზის, გაორებული ხდება. მას შეუძლია ბრწყინვალე კარიერის გაკეთება, მაგრამ არ შეუძლია იყოს ერთდროულად კარგი ცოლი და კარგი დედა.
საქმიან ქალს საშინელი რამ ემართება - მას ემსხვრევა შვილის სიყვარულის ბიოლოგიური ინსტინქტი. ძლიერი ქალის გვერდით კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული მამაკაცი უნდა იდგეს, ხოლო ასეთის პოვნა არც ისე ადვილი საქმეა. და რა გამოდის უფრო ხშირად? სუსტი, არაინიციატიური ქმარი, რომელიც მზად არის იკისროს ქალის როლი - ის თანახმაა წაიყვანოს საოჯახო მეურნეობა, იზრუნოს ბავშვებზე, თუ კი მას აჭმევენ და უზრუნველყოფენ. მაგრამ ქალი-ლიდერი მალე უბრალოდ შეიძულებს ასეთ ქმარს, მისთვის მთავარია პრესტიჟი, ხოლო "ქმარი-დიასახლისი" სრულიად არ უმატებს მიმზიდველობას მის ცხოვრებისეულ წარმატებას.
და მეორე შესაძლებელი ვარიანტი: ქმარი და ცოლი - ორივე საკმარისად ინიციატიური, დამოუკიდებელია, ვთქვათ, ისინი კომპანიონები არიან. ქალი - ძვირფასი საქმიანი პარტნიორია. ასეთი ქალები, როგორც წესი, სექსუალურ სფეროშიც აქტიურობას იჩენენ.


მშვენივრადაა შედგენილი :) აბა, რომელი ქალი ამოიცნობს თავის თავს? :) მე უკვე ვიპოვე ჩემი ტიპი...ფაქტიურად, ესდაც ვიცოდი, მაგრამ მაინც :)

3 коммент.:

Sweet said...

მე მგონი მესამე ვარ

♥ The Dream Teller ♥ said...

: ) მმ საინტერესოა : )

მგონი მე რაღაც სხვანაირი ტიპის ვარ, აქედან არცერთი, მაგრამ ყველაზე მეტად მესამეს ვგავარ : ))

ეკაუკა said...

მეც მესამე ვარ სხვათაშორის და რავიცი, ჩემს ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს :):)