Dec 23, 2009

ხელნაწერნი

დღეს ხელნაწერთა მუზეუმში ვიყავი გამოფენაზე - "გიორგი მთაწმინდელი - 1000". ლაშას ნინიმ დამპატიჟა. არც ვიცოდი  და მაგ მუზეუმში სტაჟიორად  ყოფილა. პირველი გამოფენაა მისი მონაწილეობით :) მაგდა ვერ ახერხებდა წამოსვლას, ვიფიქრე ვის დავურეკო-თქო და უცებ სკაიპში ნათუკა გამოჩნდა, ვილაპარაკეთ ცოტა და აღმოჩნდა რომ 6 სთ-სთვის ეცალა. ეს ხელნაწერთა მუზეუმი ტ...ში აღმოჩნდა :) მართალია ლაშამ შეიცხადა მანდ კი არა ჩემი სამსახურის გვერდითააო :) მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლიდა :) მოკლედ როგორც იქნა ავბოდიალდით მე და ნათუკა, არც ისე დიდი ენთუზიაზმით მივდიოდით სხვათაშორის, თუმცა სულ ტყუილად...გამოფენა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა: პირველად მინდა ავღნიშნო ქაშვეთის მგალობლების მიერ შესრულებული ქართული საგალობლები, რომლებიც ასმაგად ალამაზებდა გარემოს...წარმოდგენილი იყო გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფიის ხელნაწერი, სხვადასხვა გადამწერების მიერ დაწერილი ოთხთავები და სახარებები, გიორგი მთაწმინდელის მიერ დაწერილი "იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება" (გადამწერი სხვაა), გიორგი მთაწმინდელის მიერ  ნათარგმნი საეკლესიო წიგნები ბერძნულიდან, ასევე მისი შედგენილი რამდენიმე კალენდარი - თვენი და სვინაქსარი. თვენი, ესაა ქართული ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელშიც კალენდრული თანმიმდევრობითაა დალაგებული მთელი წლის ყოველდღიური საგალობლები. სვინაქსარი სახარება-სამოციქულოზე დართული კალენდარია, რომელიც შეიცავს წმინდა სახელებსა და საეკლესიო დღესასწაულებს. ძირითადი მასალა არის ეტრატი და ქაღალდი, მე-16-17 საუკუნიდან უკვე ყველა ხელნაწერი ქაღალდზეა.
  დიდი ყურადღება აქვს დათმობილი კალიგრაფიას...ნუსხურითაა დაწერილი მთელი ის მასალა რაც წარმოდგენილია გამოფენაზე და თითოეული ასო საოცრად მაღალმხატვრულადაა გამოყვანილი. სხვადასხვა ზომის წიგნებია და რაც უფრო პატარაა წიგნი მით უფრო დიდ გაოცებას იწვევს კალიგრაფიის უზადობა...ასევე დიდ გაოცებას იწვევს მინიატურები რომლებიც ამ მცირე ზომის წიგნებშია დახატული.
  კიდევ ორ დღეს გაგრძელდება ეს გამოფენა და იმედია მალე კიდევ ბევრი საინტერესო ხელნაწერის ნახვა მომიწევს :)
  იქვე იყიდება სხვადასხვა ბროშურები და წიგნები...მათ შორის ყველაზე მეტად მომეწონა გამოჩენილი ადამიანების წერილები, მიწერილი საყვარელი ადამიანებისადმი :) საოცარი სიფაქიზითა და სინატიფით დაწერილი წერილები ილიასი ოლღასადმი, კონსტანტინესი რებეკასადმი და ა.შ.   ასევე ძველი საქართველოს ფოტოები. აქ ვნახე გურული ქალი აკვანთან :), თბილისელი ქალი აკვანთან, ქუთაისი თეთრი ხიდი საუკუნის დასაწყისში, ბათუმის სანაპირო, თბილისის ხედები, კონკები, ეტლები...რაც შედარებით უცვლელადაა შემორჩენილი, ესაა უშგული და მესტია :):):)
  ბოლოს შთაბეჭდილებების წიგნშიც ჩავწერეთ ჩვენი დღევანდელი ემოციები და შეხედულებები მე და ნათუკამ :) ნინიმ გვაჩვენა თავისი შთაბეჭდილება, როცა პირველად მოხვდა მუზეუმში, მე-10 კლასში რომ იყო - აუ გავგიჟდი, დამიტოვეთ რაა, აღარ წავალ აქედანო :) აი ხომ ხედავთ ოცნებები ხდებაო, გვითხრა :)
    ხოდა დროა დავიწყოთ ოცნება :) დავიწყოოოოოოოოოოოოთ :)

0 коммент.: