Jan 29, 2010

ყელის ტბა

გუშინ "ცხელი შოკოლადის" მორიგი ნომერი ვიყიდე და როგორც ყოველთვის ადრენალინმორეულმა შევისრუტე მისი ინფორმაცია. პირველ ჯერზე მხოლოდ სურათებითა და სათაურებით შემოვიფარგლე - ასე ხდება ხოლმე ყოველთვის, ვერასდროს ვუძლებ ინტერესს "რა მელის შემდეგ გვერდზე"...
არის ერთი ძალიან კარგი რუბრიკა - "იმოგზაურე საქართველოში"...ხშირად ნაცნობ, ხშირად კი ჩემთვის უცნობ ადგილებზე წერენ ხოლმე ჩემი საყვარელი ჟურნალისტები თავიანთ თავგადასავლებსა და კონკრეტული ადგილების სილამაზეზე...ამჯერად კი, სადღაც მერომელიღაცე გვერდზე...იმოგზაურე საქართველოში...სანდრო ნავერიანი (უსაყვარლესი მსოფლიო პროტესტი)...ყელის ტბა...
მივხვდი გულში რაღაც ჩამწყდა...ერთი ისაა - ახლა მისი ნახვა ქართველებისათვის შეუძლებელია...მეორე კი...
სამწუხაროა და, ჩემს ცხოვრებაში რუბრიკა "იმოგზაურე საქართველოში"ძალიან გვაინ დაიწყო...ეს არ იყო არც სკოლის პერიოდში, ნუ სტუდენტობისას ასე თუ ისე დავდიოდი ექსკურსიებზე, სადაც ძირითადი მიზანი "ჭამა-სმა დიდად შესარგი" იყო...ყოველთვის მიზიდავდა კარვები და ე.წ."სპალნიკები", ტყე-ტყე სიარული, მაგრამ ჩემს გარშემო არავინ იყო მსაგავსად მოაზროვნე იმ პერიოდში... და რადგან ღმერთი ყოველთვის ისმენს ხოლმე ჩემს სურვილებს, თუნდაც მოგვიანებით - ეს სურვილიც ამისრულა, ლაშა შემახვედრა :)
ძალიან კარგად მახსოვს პირველი სურვილები სადმე გალაშქრების, მერე ადგილები და უცებ - ყელის ტბა...ლაშას იდეა რა თქმა უნდა...მე არც კი ვიცოდი ამ ტბის შესახებ...მერე ფოტოები, მერე ინფოები, მერე რუქები...პირველი ნამდვილი სურვილი, პირველი ბრძოლა უუნარობასთან...პირველი რისკის სურვილი და ... უმრავლესობის არის გათვალისწინება - ჯერ სხვაგან, პირველი ლაშქრობა სხვა მარშრუტით უნდა შედგეს...შედგა კიდეც უმაგრესი ლაშქრობა, ყველასთვის პირველი, რომელზეც აუცილებლად ცალკე დავწერ, მაგრამ ყელის ტბა გადაიდო...ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ დიდი, დიდი ხნით.

"ყელის ტბაზე მოხვედრა რამდენიმე მარშრუტით არის შესაძლებელი და აქედან ყველაზე პოპულარული თეთრი არაგვის ხეობიდან, გუდამაყრის მარშრუტი და ქსნის ხეობის მარშრუტია. ამბობენ - ქსნის ხეობიდან ჯობს, უფრო შთამბეჭდავია, ბევრად უფრო ლამაზიაო. ეგ მარშრუტი მე არ ვიცი, მე აქედან, არაგვის ხეობიდან წავედი, ზემო მლეთას ცოტა გავცდი და სერპანტინის პირველივე მოსახვევში ჩამოვედი ტრანსპორტიდან, დანარჩენი ფეხით უნდა გვევლო"_ წერს სანდრო. ჩვენ ზუსტად ამ გზის გავლას ვაპირებდით, ლაშას არანორმალური მიზანი ქონდა - მდინარის ხეობას გავყვებით და მივაგნებთო, სარისკო იყო - ყველანი ვიყავით გამოუცდელები, არ გვქონდა სათანადო აღჭურვილობა, არ გვქონდა ნორმალური რუქა, არ მიგვქონდა იარაღი მგლებისა და დათვების დასაფრთხობად თუ არა, თავის დასამშვიდებლად მაინც (ნუ თუ ლაშას ვიქტორინოქსის ჯაყვას არ ჩავთვლით :)))))))) მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან ძლიერი სურვილი ყველა საშიშროებას აბათილებდა - ჩვენ მაინც წავალთ!

ძალიან ბევრი ვიწუწუნე, მახსოვს, ვერ ვივლი, ვერ ვივლი, ვერ ვივლი - და მაინც საშინლად მინდოდა...რათქმაუნდა ჩემს წუწუნს არ მოუხდენია დიდი გავლენა საერთო აზრზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა, რომელიც რამდენჯერმე იყო ნამყოფი მარშრუტი დაგვისახა: არაგვის ხეობიდან მლეთამდე, ლომისის ეკლესიით ქსნის ხეობაში გადადით და ცხმორის ციხის გავლით მიდით ტბასთანო...ჩემს წუწუნზე, იარაღის უქონლობა ძალიან მაშფოთებსთქო, მითხრა - ზაფხულში ნადირი ადის მაღალ მთაში და არა მგონია იარაღი აუცილებელი იყოს. ეგ ტერიტორია კონფლიქტის ზონას ესაზღვრება და იარაღის წაღება შესაძლოა საფრთხილოც იყოსო... მანვე მითხრა, ყველაზე მაგარ მარშრუტს გეტყვიო, თუ გინდათ მართლა დიდი სილამაზე ნახოთ თრუსოს ხეობით წადით ტბაზე, "თრუსოში ნახავ მინერალებით დაფარულ მინდვრებს, მინერალური წყლის პატარა ტბას და სისხლივით წითელ მდინარეს. ერთ-ერთი გამქრალი ქაღტული ტომის - დვალების დაცარიელებულ პატარა კოშკების 2 ქალაქს".
სანდრო ნავერიანმა კი სამი დღის სიარულის შემდეგ, დილით, თავის სამ თანამგზავრთან ერთად იხილა იგი: "ყელის ტბა მართლაც ულამაზესი სანახაობაა, მით უფრო დილაუთენია, ჯერ კიდევ ჰაერი რო არ იძვრის და ტბას სხივები არ დასდგომია. გგონია, თითქოს უზარმაზარი სარკის ნამსხვრევი გდია და მასში ყველაფერი ჩანს, რაც მას ზევით არის. მზის ამოსვლის შემგედ ნიავიც დაუბერავს  ხოლმე და გარდა იმისა, რო ტბა მზის სხივებს ირეკლავს და მისი სრული სილამაზით დატკბობას ვერ ახერხებ, ტბაც ლივლივს იწყებს, და სარკის ეფექტიც მომავალ დილამდე ქრება. დილაობით ყელის ტბა ყველაზე ლამაზია."

2006 წელს მე ვერ ვნახე ყელის ტბა, რომელიც მაშინ შორს მეჩვენებოდა და თურმე ახლოს კი ყოფილა...2008 წლის შემდეგ ყოველთვის, როცა კი ყელის ტბის სახელს გავიგონებ ამ სურათს დავინახავ საშინელი გრძნობა მიჩნდება - თითქოს რაღაც შინაური ამომაგლიჯეს გულიდან და ამიკრძალეს... თითქოს რაღაც ძალიან ახლობელი წამართვეს, ახლობელი რომლის ნახვაც ვერ მოვასწარი...არ მინდა ვიფიქრო, რომ ვერასოდეს ვნახავ  ადგილს, სადაც პირველად უნდა წავსულიყავი ლაშქრობაში

Jan 23, 2010

დაკარგული გასაღები

მე დავკარგე ჩემი საუკეთესო წლები... ქეიფებში, ჭორაობაში გავლიე... დაკარგულია ჩემი ადრეული ახალგაზრდობა, სტუდენტობა... აი ახლა  ვუყურებ ნათიას და საინტერესოა ის ჩემთვის... ბევრად საინტერესო, ვიდრე რაღაც... ნუ არც მინდა ხოლმე თქმა... ნამდვილი და აქტიური ცხოვრებით ცდილობს იცხოვროს, ვფიქრობ ინტელექტუალურითაც და მომწონს ეს... მეც მინდა იგივე... ვითომ ჩემს ასაკს არ უხდება? მკიდია! მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ახლა დამიდგა ის პერიოდი, სტანდარტულად სტუდენტობის დროს რომ უდგებათ ხოლმე. 
მე ვერ შევცვალე ჩემი გარემო, ვერასოდეს მოვახერხე რომ გარემო რომელშიც ვიაყვი გამერღვია, ვყოფილიყავი ისეთი ძლიერი, ღომ ჩემს გარშემო ხალხი წამეყვანა სადღაც, სხვა სამყაროში, მაგრამ მე თვითონ აღმოვჩნდი იმ ჩაკეტილ წრეში. თბილ, მოსიყვარულე, მაგრამ მაინც არასაინტერესო წრეში... პარადოქსია, რომ მე ვერასდროს ვერ ვხედავ ამას საჭირო მომენტში, მაინცადამაინც რამდენიმე წელი უდნა გავიდეს და მერე ვხვდები.
ყოველთვის მინდოდა სადმე სხვა ქალაქში წასვლა, უცხო ქალაქში. თავიდან ეს თავისუფლებისთვის მსურდა - სადაც მინდოდა იქ წავსულიყავი და რაც მინდოდა ის მეკეთებინა, თუმცა თანდათან სხვა ფაქტორებიც აღმოვაჩინე - საკუთარი სახლი ის ციხესიმაგრე იყო, სადაც მიმესვლებოდა როცა მინდოდა... ჩემი ჩვეული სამყარო იყო. სხვა ქალაქში რომ მეცხოვრა უფრო მეტი ინტერესი მექნებოდა ახლის შეცნობის, ახლის კეთების და საერთოდ სიახლის... სტანდარტული სვლა თეატრსა თუ კინოში არაა ახლის შეცნობა, ახლის ძიება... სასაცილოა, მაშინ არ მიჩნდებოდა ის აზრი, რომ მე საკუთარ ტავს არ ვიცნობდი, მე რამე მაკლდა, ახლა კი ვხვდები, რომ აზრზე არ ვარ რა მინდა, საერთოდ სხვაგან ვარ და არ ვიცი რა... რა მინდა, როგორ მინდა, რატომ მინდა??? საერთოდ ვერ გავიგე, მეც არ ვიცი და რატომ ვითხოვ ჩემი მეგობრებისაგან სახასიათებებს? ნუ პრინციპში ეგეც ადვილი მისახვედრია. მე არ ვიცი და მათგან მინდა გავიგო ვინ ვარ... რა სასაცილოა, მართლა სასაცილო. ნეტა რამე ასაკი არსებობს? ზღვარი... თუ იქამდე ვერ გაიგე ვინ ხარ, მერე ხელი უნდა ჩაიქნიო :
      დღეს უცებ მივხვდი, რომ არ მჭირდება სიყვარული... რაღაც ზედმეტია. სრულიად  თავისუფლად შეიძლება იყო ადამიანთან კომფორტულად ისე, რომ გაგიჟებით არ იყო მასზე შეყვარებული... და რატომაც არა??? ერთმა ადამიანმა მითხრა ერთხელ: ხომ შეიძლება უბრალოდ ორმა ადამიანმა გადაწყვიტოს ერთად ცხოვრებაო? მე საშინლად გავუპროტესტე...ვუთხარი, რომ თუ სიყავრული არ არის წყვილს შორის ერთად ცხოვრების აზრს ვერ ვხედავთქო. ის დამეთანხმა, მაგრამ მე აღარ ვეთანხმები ჩემს თავს... რავიცი... ამ წუთას ასე ვფიქრობ, დღეს ასეთი ვარ და ხვალ როგორი ვიქნები ნეტა? როგორ გავიგო როგორი ვარ?


არ ვმალავ ვინ ვარ... არ ვთამაშობ, ნამდვილად არ ვთამაშობ... უფრო რაღაც როლს ვასრულებ, ავად თუ კარგად, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე ჩემს თავთან სხვანაირი ვარ და სხვებს თავს ვაჩვენებ... არა... უბრალოდ არ ვიცი ვინ ვარ...ის ციხესიმაგრე, რომელიც ჩემში არსებობს, სრულიად ცარიელია. წესითა და რიგით, ალბათ მე უნდა ვიყო შიგნით და დანარჩენები გარეთ, მაგრამ მეც გარეთ მოვხვდი... მე უნდა ვიცოდე იმ ციხესიმაგრის ავან-ჩავანი, უნდა ვიცოდე როდისაა დასალაგებელი, როდისაა გასამზიურებელი, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მე თვითონაც არ ვიცი... ამ ბოდიალ-ბოდიალში, როგორც ცანს ჩემივე ციხის გასაღები დამეკარგა და დავრჩი გარეთ, სახლის - ჩემი ციხესიმაგრის გარეშე 
    22.10.09  

Jan 8, 2010

ისევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ

რაღაც ისეთ ხასიათზე ვარ...მოწყენილი...თან ცუდ ხასიათზე და თან რაღაც სასიამოვნო მოწყენილობას ვგრძნობ :(  ხშირად ვარ ხოლმე ასე - ვერ ავხსნი როგორ, მაგრამ ვიცი რა მინდა :)  - სასიამოვნო მუსიკა(რომანტიული და წყნარი), სიმშვიდე, სიწყნარე, სითბო, საყვარელი ადამიანი გვერდით და მისი მკერდის სითბო, მასთან ჩახუტება და მისი გულისცემის მოსმენა...ხო...


Jan 4, 2010

3 იანვარი

გავიდა 3 იანვარი, ჩემი დაბადების დღე :) ყოველთვის მიყვარდა ეს დღე, ნუ ალბათ უფრო ბავშვობაში...მერე გადამიყვარდა, ვიგრუზებოდი ხოლმე, მოკლედ სხვადასხვანაირად ვხვდებოდი. დღეს უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გავიღვიძე და ეს ხასიათი მთელი დღე გამყვა...რაღაც უჩვეულო შეგრძნება დამყვებოდა მთელი დღე...26... ხო, 26 წელი უკვე აშკარად ბევრია :) მაგრამ რაღაცნაირად მომეწონა, ალბათ თვითონ თარიღი...ვნახოთ რა მოხდება ამ წელს, ვნახოთ ეს დადებითად დამუხტული დღე როგორ დამუხტავს მთელს წელიწადს :)
 წუხელ ღამე 00.00-ზე მარომ დამირეკა და 40 წუთი  ვილაპარაკეთ, მერე თეამ, მერე მაგდამ და მგონი 3 საათზე მოვრჩი ლაპარაკს :):) აი თორმეტი საათიდანვე უკვე ვატყობდი თავს საოცარ განწყობას  :D:D:D:D
 დილა დაიწყო მოლოცვებით...ნუ რათქმაუნდა მეძინა, პირველმა ხატიამ დარეკა და აღარ მახსოვს, ერთი ის იყო მადლობებს ვიხდიდი :) მესიჯები რათქმაუნდა უამრავი. როგორც იქნა ავდექი, რაღაცეები გავამზადეთ.არავის ველოდი და ვიყავი ძალიან კარგად, თავისუფლად და ამაღლებულ განწყობაზე, სხვათაშორის დღეს მილოცვებიც განსაკუთრებულად მიხაროდა :)პატარა შინაურული განწყობა იყო ჩემთან, შინაურები მყავდნენ:) თეამ და მაგდამ ვერ მოახერხეს მოსვლა და გული დამწყდა, მარო ჩვეულ ამპლუაში იყო, როგორც ყოველთვის უყვარს ხალხის გაოცება და მინი ტორწიკით დამადგა თავზე :):) თბილი და საყვარელი დღე გამოვიდა, ლამაზი :)
მთავარი მაინც განწყობა იყო, რაც მთავარია შარშანდელივით არ ვიყავი, შარშან ყველზე საზიზღარი დაბადების დღე მქონდა - ზუსტად ისეთი დღე გამოვიდა როგორიც არ მინდოდა, როგორსაც გავექეცი, თორემ მშვენიერი ხალხი მყავდა გარშემო..მაგაზე სხვა დროს დავწერ...

Dec 29, 2009

ქალთა ხუთი ტიპი.

                                           ქალების ხუთი ტიპი.


ქალების უმრავლესობა შეიძლება პირობითად დაიყოს ხუთ ტიპად ფსიქოლოგიისა და მამაკაცთან ქცევების მიხედვით. ქალის ტიპის ცოდნა აუცილებელია, რათა მოვახდინოთ იმის პროგნოზირება თუ რა ელოდება მამაკაცს ამა თუ იმ ტიპის ქალთან ურთიერთობაში.

I "ქალი-დედა". მიუხედავად პარტნიორების ასაკის შეფარდებისა, "ქალი-დედა" ყოველთვის ერთნაირად მოიქცევა. ის ყოველთვის გაუწევს მეურვეობას საკუთარ მამაკაცს, როგორც საკუთარ შვილს. შეიცოდებს მას, მოეფერება, დააყენებს მის ინტერესებს საკუთარზე მაღლა, ზოგჯერ კი საერთოდ დაავიწყდება, რომ მას შეიძლება საკუთარი ინტერესებიც ჰქონდეს. ასეთი ქალი ცხოვრების შესანიშნავ თანამგზავრს წარმოადგენს. მასთან თავს მსუბუქად, თბილად, მყუდროდ იგრძნობთ, ის არ ქმნის პრობლემებს, ის თავად აგვარებს მათ. მას არ ეხერხება სცენების მოწყობა. შემწყნარებელია, კეთილი და მომთმენი. მგრძნობიარე, ყურადღებით უვლის თავის დიდ ბავშვს - ქმარს, მისი სულიერი მოძღვარია და ამავე დროს მისი მდივანიც.
ამ ტიპის ქალები ეხმარებიან თავის პარტნიორს ბრწყინვალე კარიერის შექმნაში. მამაკაცი ყოველთვის ილტვის ასეთი ქალისკენ. ამ ტიპის ქალი თითქმის ყოველთვის თხოვდება. ამასთან მის განათლების დონეს მამაკაცისთვის არავითარი მნიშნელობა არა აქვს. ის კარგი მიჯნურიც არის იმიტომ, რომ უფლებას აძლევს და უწონებს კიდევაც თავისუფლებას სექსუალურ ურთიერთობებში, თუ ხედავს, რომ ეს სიამოვნებას ანიჭებს მის პარტნიორს, მაშინაც კი, თუ ის თავს ყოველთვის თავშეკავებულ ქალად თვლიდა. ის მზად არის დათმოს საკუთარი "მე" უახლოესი ადამიანისთვის. მამაკაცისთვის ასეთ წყვილში, თუ დასაშვები არის კიდევაც ფლირტი სხვასთან, ეს მხოლოდ ფლირტია.
ასეთი ოჯახიდან მამაკაცი, როგორც წესი, არ მიდის, მაშინაც კი, როდესაც ძლიერ გატაცებულია სხვა ქალით. და მაინც, თუ ასეთი ქალი მამაკაცისთვის გავლით ფიგურას წარმოადგენს, უფრო ხშირად ის არ ქმნის ტრაგედიას ამისგან და იმაზე უფრო მშვიდად იტანს ურთიერთობების გაწყვეტას, ვიდრე ამას მამაკაცი მოელის.

II "მისაღები ოთახის მორთულობა". ქალების ეს ტიპი არასოდეს არ დაუწყებს ძებნას მასზე უმცროს მამაკაცს. ეს არც არის შესაძლებელი, ასეთი ქალი ხომ ბავშვივით მუდამ ყურადღებას მოითხოვს. მეტად განებივრებულია, ის არ შეიწუხებს თავს არც ქმრის, არც ბავშვის, არც მშობლების მოვლით. მას არ ძალუძს შეცვალოს საკუთარი წარმოდეგენა ადამიანურ ურთერთობებზე. ჩვეულებრივ ეს ეგოისტურად განწყობილი ქალია. ხასიათის ურთულესი ტიპია, მაგრამ მასშიც არის თავისებური ხიბლი. ასეთი ქალი ხომ ძალიან ქალური ჩანს თავის კაპრიზებში და მამაკაცი ადვილად დაყვება სწორედ მის ახირებებს, რომლების მას თავიდან ქალური მიმზიდველობის მწვერვალად ეჩვენება. მოგვიენბით კი ეს მამაკაცი ხშირად იქნება გაწბილებულიც და დაქანცულიც ასეთი ქალისაგან.
მაგრამ ეს გვიან მოხდება და მამაკაცი ვერც კი მიხვდება, თუ რა იზიდავს მას ამ ცივ და თავაშვებულ ქალში. ასეთ ქალთან მამაკაცის კარიერა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ის უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი, მას ყველაფერი აწყობილი, გაწერილი აქვს და ის მიუყვება ამ გზას, რომელიც უთუოდ მიიყვანს მას მის მიერ დასახულ მწვერვალთან.
მაგრამ, თუ მამაკაცი ჯერ კიდევ არ არის შემდგარი, როგორც ლიდერი, ასეთი ქალის გვერდით ის ვერასოდეს ვერ გაიკეთებსს კარიერას. ამ ტიპის ქალი თითქმის ყოველთვის პოულობს მისთვის მფარველ პარტნიორს. და თუმცა ეს ქალი არ წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების იდეალს, ის ყოველთვის ოჯახშია. ხშირად ის ცუდი დიასახლისია, მას მოუვლელი ქმარი ჰყავს, ნებაზე ჰყავს მიშვებული შვილები , მაგრამ ის ყოველთვის მშვენივრად უვლის საკუთარ თავს და ამით არასდროს არ იღლება. ამ ტიპის ქალი ვერ იქნება კარგი მიჯნური. ის ცივი, პასიურია საწოლში, თუმცა მთელი მისი შეხედულება, გარეგნობა, ყოფაქცევა მცდარ შთაბეჭდილებას ქმნიან მისი სექსუალურობის შესახებ. ამ ტიპის ქალებს ხშირად ღალატობენ, მაგრამ მათთან უთუოდ ბრუნდებიან. ამაში მონაწილეობს მამაკაცის ცნობიერებაში შექმნილი ქალური სახის საგრძნობი იდეალის ძალა, რომელიც მას იზიდავს. ასეთ ქალებს აღიქვამენ, როგორც მამაკაცის სამკაულს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. მამაკაცს, რომელსაც ასეთი ქალი ჰყავს, ვერ ვუწოდებთ ბედნიერს. ეს ქალი მისთვის ხშირად დამამძიმებელია. ხოლო ამ ტიპის ქალი კი -ბედნიერია თავის თავში, როგორც საგანი.

III "ქალი-მეგობარი". ეს ყველაზე წარმატებული ტიპია, რომელშიც შეხამებულია ორი წინა ტიპის ძალა. ეს ქალი ყველაზე ჭკვიანი, ნატიფი აზროვნების და რეალისტურია, ქალთა თავისებური დამიწებული ტიპია. ის საიმედოა. ის შეაგნებინებს მამაკაცს ცხოვრებაში მისი ლიდერობის აუცილებლობას, მისცემს მას ოჯახში უფროსობის საშუალებას, მაგრამ მხოლოდ მისი ფარული კონტროლის ქვეშ. ის იზრუნებს თავის ქმარზე, როგორც გონიერი დედა, მოიქცევა, როგორც საუკეთესო მეგობარი, რომელიც კარგად ერკვევა მათი საერთო პრობლემების ყველა დეტალში და ამასთან ერთად გახდება მისი საუკეთესო საყვარელი. ეს ქალი -მეგობარია. პატიოსანი, გულღია; მოსმენის, დახმარების,შებრალების და გაკიცხვის უნარიანი მეგობარი.
იმ წყვილში, სადაც პარტნიორი "ქალი-მეგობარია" ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობებია. მას ქალი ქმნის. ის ძალიან გულისხმიერია ყველა თხოვნის თუ შენიშვნისადმი, ყოველთვის მამაკაცის ყველა საქმის, განწყობის, გეგმების კურსშია. ასეთი ქალი დაეხმარება ქმარს კარიერის გაკეთებაში, საკუთარ თავზე აიღებს საყოფაცხოვრებო პრობლემებს, ბავშვების აღზრდას და მშობლების მოვლას. ის ჭკვიანი, კეთილი, კეთილშობილია, ძლიერი ხასიათი აქვს. მაგრამ . . . ქალების ასეთი ძლიერი ტიპი არც ისე ხშირად გვხვდება. და ასეთი ქალი არ თხოვდება ხოლმე. და თუ ის მაიც შექმნის ოჯახს, მხოლოდ ადრეულ ასაკში. დაგვიანებული ასაკი, ჩვეულებრივ, შეუძლებელს ხდის გათხოვებას ერთი მიზეზის გამო - ასეთი ქალი არა მხოლოდ საკუთარ თავს უყენებს მაღალ მოთხოვნებს და ცდილობს სრულიად შეესაბამებოდეს მათ, არამედ იგივე მოთხოვნებს უყენებს მამაკაცსაც.

IV "მტაცებელი". "ქალი-მტაცებელი" არასოდეს არ აქცევს ყურადღებას მამაკაცის ასაკს, მისთვის სულ ერთია, ახალგაზრდაა ის და გულუბრყვილო, თუ ბებერი და გამოცდილი. ის განიხილავს პარტნიორს მხოლოდ ერთი მხრიდან -რამდენად ხელსაყრელია ის მისთვის ცხოვრებაში მატერიალური თვალსაზრისით.
ამ ქალს არ აინტერესებს პარტნიორის გარეგნობა, ფიზიკური მონაცემები, გონებრივი შესაძლებლობები, სექსუალურობა, ის მას მხოლოდ მერკანტილურად განიხილავს. გამოადგება თუ არა? ვინ არის ის (გავლენანი ფიგურის შვილი...)? განათლება (ინსტიტუტი, ასპირანტურა...)? რა ადგილი უჭირავს ცხოვრებაში (მთავარი ინჟინერი, კომერციული დირექტორი, ბიზნესმენი...)”? როგორია მისი სოციალური მდგომარეობა (ბინა და ა.შ)? ყოველივე დანარჩენი მას არ აინტერესებს. აქ გაკვრითაც არ არის საუბარი სიმპათიაზე, გატაცებაზე, სიყვარულზე. აქ ყველაფერი ერთი საზომით იზომება- მატერიალურით.
და მიუხედავად ყოველივე ამისა, ქალების ეს თითქოსდა არასიმპათიური ტიპი ძალიან გავრცელებულია. ასეთი ქალის ცხოვრების მოწყობის უნარი ზოგჯერ შესაშურიც კი არის. ის ძალიან მიზანდასახულია, ნებისყოფიანი, მტკიცე ხასიათი აქვს, არასოდეს არ გადაუხვევს თავის ზრახვებს. მამაკაცი ძნელად აღწევს თავს მისი ქსელიდან, ჩვეულებრივ ასეთი ქალი სექსუალურად არც ისე აქტიურია, მამაკაცის ღალატს არ აღიქვამს ტრაგედიად და აქტიური ქმედებებით ცდილობს მის აღკვეთას.

V "საქმიანი ქალი". იგი უდავოდ, ამ თვალსაზრისით, რისკის გჯუფს მიეკუთვნება. კარიერის არჩევისას ქალმა უნდა გააცნობიეროს: ქმარი, სახლი, ბავშვები _ ყოველივე ამან შეიძლება მას მეტად მტკივნეული პრობლებები შეუქმნას. მაგრამ არიან ქალები, რომელნიც თავს სამზარეულოშიც ბედნიერად გრძნობენ, - ისინი ხომ საყვარელ ქმარს უმზადებენ საჭმელს. მათ სუფთა, მყუდრო სახლი აქვთ. საქმიან ქალსაც შეუძლია ყოველივე ეს, მაგრამ საოჯახო საქმის კეთება მას უჭირს. მისი მთავარი ინტერესები - საქმიან სფეროშია.
ასეთი ქალბატონები ქალურები, მიმზიდველები, კეკლუცები არიან, მაგრამ არსობრივად ეს არიან ქალები შეცვლილი სქესობრივი როლით, ისინი მამაკაცის როლს ასრულებენ. საქმე იმაშია, რომ თამაშობს რა მამაკაცის როლს, ქალი თითქოსდა ორ სკამზე ზის, გაორებული ხდება. მას შეუძლია ბრწყინვალე კარიერის გაკეთება, მაგრამ არ შეუძლია იყოს ერთდროულად კარგი ცოლი და კარგი დედა.
საქმიან ქალს საშინელი რამ ემართება - მას ემსხვრევა შვილის სიყვარულის ბიოლოგიური ინსტინქტი. ძლიერი ქალის გვერდით კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული მამაკაცი უნდა იდგეს, ხოლო ასეთის პოვნა არც ისე ადვილი საქმეა. და რა გამოდის უფრო ხშირად? სუსტი, არაინიციატიური ქმარი, რომელიც მზად არის იკისროს ქალის როლი - ის თანახმაა წაიყვანოს საოჯახო მეურნეობა, იზრუნოს ბავშვებზე, თუ კი მას აჭმევენ და უზრუნველყოფენ. მაგრამ ქალი-ლიდერი მალე უბრალოდ შეიძულებს ასეთ ქმარს, მისთვის მთავარია პრესტიჟი, ხოლო "ქმარი-დიასახლისი" სრულიად არ უმატებს მიმზიდველობას მის ცხოვრებისეულ წარმატებას.
და მეორე შესაძლებელი ვარიანტი: ქმარი და ცოლი - ორივე საკმარისად ინიციატიური, დამოუკიდებელია, ვთქვათ, ისინი კომპანიონები არიან. ქალი - ძვირფასი საქმიანი პარტნიორია. ასეთი ქალები, როგორც წესი, სექსუალურ სფეროშიც აქტიურობას იჩენენ.


მშვენივრადაა შედგენილი :) აბა, რომელი ქალი ამოიცნობს თავის თავს? :) მე უკვე ვიპოვე ჩემი ტიპი...ფაქტიურად, ესდაც ვიცოდი, მაგრამ მაინც :)