მოვიდა
როგორც იქნა მოვიდა, დამიბრუნდა
არადა ერთი წელია გელი, მეგონა უფრო მალე მოხვიდოდი, 21 ნოემბრიდან ყოველ დღე გელი მაგრამ შენ ერთი წელი არ მალოდინე, მაინც არაუშავს
არადა ერთად არ დავიბადეთ? :)) სად მიდიხარ ხოლმე :) გამიძვრები თვალსა და ხელს შუა, ხომ იცი მაინც ჩემთან მოხვალ ბოლო-ბოლო...
მე და შენ ერთარსი ვართ,მე ვიცი, ერთად დავამთავრებთ არსებობას
თუ ცხოვრების შანსი მოგვეცა, მაშინ ერთად დავასრულებთ ცხოვრებას :)
მიყვარხარ მე შენ
ხანდახან ისე მარტო ვგრძნობ ხოლმე თავს შენს გარეშე :)
აი, ამ წამს მივხვდი რომ მართლა მოსულხარ და იცი როგორ ვარ?
isn' it ironic..
don't you think?
it's like raaaaaaaaaaaaaaaaaaaain................
ახლა არ მითხრა ბანალური ხარო :)
ბოდიში ბატონო, უფრო ორიგინალურად ვერ დაგიხვდი :)
მოდი და მშთანთქე, თუ შთანმთქე... როგორცაა
რაც მთავარია უკვე ორნი ვართ, მე და ჩემი მშობლიური დეპრესია :)
Nov 3, 2010
ironic? ყველაფერი კარგადაა
Автор: ეკაუკა на 18:22